150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მონაწილეების მზადება ფინალური ეტაპისთვის

ByEntrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2022 წლის 9 მარტს მერვედ გამოაცხადა. 2022 წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა 100 000-დან 150 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო აღნიშნული პროგრამის შვიდი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 135 სტარტაპი დაფინანსდა. სულ შემოვიდა 230 განაცხადი, რომელთაგან ფინალურ ეტაპზე 51 სტარტაპი გადავიდა.

დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის, საინვესტიციო კომისიის წინაშე წარსადგენად სპეციალურად ამ პროგრამისთვის, სილიკონ ველიდან მოწვეული ტრენერები მოამზადებენ:

  • Christopher Burry- მეწარმე, ტექნოლოგიების ლიდერი, ინვესტორი და სპიკერი, აშშ-ს ბაზრის წვდომის ცენტრის (US Market Access Center USMAC) აღმასრულებელი დირექტორი, არის აქტიური ენჯელ ინვესტორი, 2005 წლიდან - მეწარმეების ტრენერი და მენტორი. მისი გამოცდილება მოიცავს სამეწარმეო არქიტექტურას, პროგრამულ უზრუნველყოფას, ინფრასტრუქტურულ ტექნოლოგიებს, საოპერაციო სისტემებს, მეთოდოლოგიებსა და IT სფეროს. ქრისტოფერ ბერის დაფუძნებული აქვს მრავალი კომპანია პროგრამირებისა და სერვისების სფეროში.
  • Gail Christine Gannon- Wave Edge Capital-ის მმართველი დირექტორი და Ensanté LLC-ს დამფუძნებელი. აქვს მენტორინგისა და დამწყები მეწარმეების მენტორობის 15-წლიანი გამოცდილება; ეხმარება კომპანიებს, აქციონ განსაკუთრებული იდეა რეალობად, სწორად განსაზღვრონ სამიზნე ბაზარი, მოიპოვონ გრანტები და დაარწმუნონ ინვესტორები. გეილ ქრისტინ გენონი ფლობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს - T.H. Chan School of Public Health; რეგულარულად მონაწილეობს ბიოტექნოლოგიებისა და ციფრული ჯანდაცვის სფეროში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებსა და საინვესტიციო ფორუმებში.
  • Amy Peck-გამოცდილი კონსულტანტი, რომელიც ეყრდნობა თანამედროვე და განვითარებადი ტექნოლოგიების გამოყენებას ორგანიზაციული განვითარების სრულყოფის პროცესში. ემი აქტიურად ეხმარება მსხვილ კომპანიებს სტარტაპ ეკოსისტემის კვლევასა და შესწავლაში. 2015 წელს დააფუძნა და დღემდე არის კომპანიისEndeavorVR, Spatial Computing Consultantsმოქმედი ხელმძღვანელი. კომპანიის კლიენტების რიცხვს მიეკუთვნებიან ისეთი ცნობილი გლობალური მოთამაშეები, როგორებიც არიან „ამაზონი", „ვიზა", „ტოიოტა", „US მაკი" და სხვები. კომპანია დამკვეთებს სთავაზობს ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციური განვითარების სტრატეგიებს. ემი პეკი მუშაობს, როგორც სტარტაპებთან, ასევე - ვენჩურულ კაპიტალისტებთან და ანგელოზ ინვესტორებთან.
  • Ken Singer -ევროპის ინოვაციის აკადემიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, სუთარჯას მეწარმეობისა და ტექნოლოგიების ცენტრის მმართველი დირექტორი, შეიმუშავა და დანერგა მეწარმეობის გადასამზადებელი პროგრამები, რომლებიც მიეწოდა უნივერსიტეტის 10 000 - ზე მეტ სტუდენტს აშშ - ში, საფრანგეთში, მექსიკაში, ჩილეში, მალაიზიაში, ჰონგ კონგსა და ჩინეთში, ასევე შეაფასა 1000-ზე მეტი სტუდენტური დამწყები ბიზნესჯგუფი.
  • David LawGlobal Academic Programs-ის დირექტორი, ასევე Venture Dojo private Limited-ის დამფუძნებელი. აქვს გამოცდილება ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

გამარჯვებულები 2022 წლის 14 ივნისს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა.

პროგრამისმიზანიასაქართველოშისაერთაშორისოპოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

სიახლეები

ISET ახალ სამაგისტრო პროგრამას იწყებს ფინანსებში

პროგრამაპროფესიონალფინანსურანალიტიკოსთა (CFA) საერთაშორისო სასწავლო პროგრამის შესაბამისია, რომელიც საფინანსო სექტორის "ოქროს სტანდარტად" არის აღიარებული

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია