The Founder: ვაკო ბენაშვილი, Must See Georgia, Dello#thefounder

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

განათლება:ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი

თქვენიპირველისამსახურიდახელფასი?

პირველისამსახურიუკავშირდებაციფრულსააგენტო”კრაკენს". ჩემი პროფესიული განვითარება 19 წლის ასაკში, სწორედ იქ, content creator-ის პოზიციით დაიწყო და საშუალება მომეცა, ვყოფილიყავი საოცარი კომპანიის, საოცარი გუნდის წევრი. პირველ სამსახურში ხელფასი 500 ლარს შეადგენდა, მაგრამ გარემო, სადაც ყოველდღე ვვითარდებოდი, იმაზე მეტად მოტივატორი აღმოჩნდა, ვიდრე კონკრეტული რიცხვებია.

დაქირავებულიმუშაობათუსაკუთარიბიზნესი? რატომგადაწყვიტეთსაკუთარისაქმისწამოწყება?

მგონია, რომ ეს საკითხი გარკვეულწილად ადამიანის ბუნებაზე გადის. სწორედ ჩემი მუდმივი შინაგანი მოთხოვნილების გამო, მქონოდა საკუთარი საქმე და საკუთარი შექმნილით უკეთესი გამეხადა ადამიანების ცხოვრება, გადავწყვიტე ბიზნესისთვის მომეკიდა ხელი. მნიშვნელოვანია კონკრეტულ ეტაპზე დაქირავებული იყო – ეს პროცესი ძალიან გეხმარება საკუთარი თავის გამორკვევის, საინტერესო ადამიანებთან დაახლოების და რა თქმა უნდა, განვითარების პროცესში.

მოგვიყევითთქვენიბიზნესისშესახებ...

დღეს ორი კომპანიის – Must See Georgia-სა და Dello-ს თანადამფუძნებელი ვარ. პირველი მათგანი ტურიზმის სექტორში ოპერირებს და ეხმარება ტურისტებს საქართველოში საუკეთესო გამოცდილების მიღებაში. Dello არის კომპანია, რომელიც ბაზარზე Software Development-მიმართულებით ოპერირებს და ორგანიზაციებს აძლევს საშუალებას გახდნენ უკეთესები ციფრული ტრანსფორმაციის მეშვეობით. ვმუშაობთ, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო პროექტებზე და ყოველდღიურად ვცდილობთ ჩამოვყალიბდეთ ყველაზე სანდო ხიდად ბიზნესებსა და ციფრულ სამყაროს შორის.

ვიყოდამფუძნებელი,ჩემთვისნიშნავს:

  1. მქონდეს უდიდესი პასუხისმგებლობა, უკეთესი გავხადო თანამშრომლისა და მომხმარებლის ცხოვრება;
  2. ვიყო ადამიანი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლისთვის საუკეთესო პროდუქტისა თუ სერვისის შეთავაზებაზე;
  3. შევქმნა ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო, სადაც ადამიანებისთვის მუშაობა სასიამოვნო იქნება.

პირველიდიდისირთულე,რომელსაცშეეჯახეთ?

დღესბიზნესებიჯერ კიდევ ვერ იაზრებენ ტექნოლოგიების მნიშვნელობასა და პოტენციალს მათ საქმიანობაში. ამ გარემოებას უფრო გამოწვევას ვუწოდებთ, ვიდრე სირთულეს. გვსურს ორგანიზაციები მეტად დავაახლოვოთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან და მივცეთ საშუალება მაქსიმალურად აითვისონ ის უსაზღვრო შესაძლებლობები, რომელსაც ეს სფერო სთავაზობთ.

რაარისთქვენი,როგორცდამფუძნებლის,მთავარიმოტივაცია吗?

კმაყოფილი თანამშრომელი და მომხმარებელი. თანაც, ზუსტად ამ თანმიმდევრობით: კმაყოფილია თანამშრომელი – კმაყოფილია მომხმარებელიც. ძალიან დიდი მუხტი და მოტივაციაა, როდესაც შენი საქმიანობა თანამშრომელს განვითარებაში, ხოლო მომხმარებელს ისეთი პროდუქტის მიღებაში ეხმარება, რომელიც, თავის მხრივ, მის საქმიანობას მეტად პროდუქტიულს გახდის.

რაარისთქვენთვისგანტვირთვისსაუკეთესოსაშუალება?

ვინაიდან წლების განმავლობაში კალათბურთს ვთამაშობდი და სპორტს აქტიურად მივდევდი, დღეს განტვირთვაში ძალიან მეხმარება ნებისმიერი სპორტული აქტივობა. საუკეთესო საშუალებად ალბათ სამეგობრო წრესაც დავასახელებ, რადგან ამ ადამიანებთან ერთად ნამდვილად ვისვენებ.

რასურჩევდითთქვენსთავს7წლისწინ?

14 წლის თინეიჯერს ალბათ ვერც ვერაფერს ვურჩევდი, რადგან დღევანდელი გადმოსახედიდან სწორედ ისეთი იყო, როგორიც იმ ასაკს შეეფერებოდა.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი