The Founder: გიორგი შაქარაშვილი, "ამო"#thefounder

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

განათლება:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ზაარლანდის უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი, „ევროპა ინსტიტუტი"

თქვენიპირველისამსახურიდახელფასი?

პირველი ხელფასი მე-8-მე-9 კლასში გამოვიმუშავე, 50 ლარი. რამდენიმე მეგობართან ერთად ვებგვერდი გავაკეთე, რომელზეც შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში ჩემი კლასელის მამის ავტომომსახურების ცენტრის რეკლამებს ვათავსებდით.

დაქირავებულიმუშაობათუსაკუთარიბიზნესი? რატომგადაწყვიტეთსაკუთარისაქმისწამოწყება?

ვფიქრობ, გამოცდილების დასაგროვებლად, საკუთარ თუ სხვის შეცდომებზე სასწავლად და სწორი დასკვნების გამოსატანად, ორივე მნიშვნელოვანია. საკუთარი ბიზნესი შენი იდეების განხორციელების შესაძლებლობას გაძლევს, რაც დაქირავებული მუშაობის დროს რთულია, რადგან შენს ზემოთ ყოველთვის დგას ვიღაც, ვინც ზოგჯერ დასაბუთებულად, თუმცა ზოგჯერ დაუსაბუთებლადაც შენს იდეებს სანაგვეზე მოისვრის. ვისაც საკუთარ იდეებზე უკეთესი წარმოდგენა აქვს, რასაკვირველია, თავისი ბიზნესის წამოწყებას ვურჩევ, თუმცა, რასაკვირველია, ეს გზა არც ისე მარტივია.

მოგვიყევითთქვენიბიზნესისშესახებ...

რესტორანი „ამო" ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი კომპანიებიდან, რომლებმაც პანდემიის პერიოდში გადაწყვიტეს ბაზარზე შესვლა. რესტორნის იდეა და კონცეფცია, რასაკვირველია, პანდემიამდე გაჩნდა. გვინდოდა სიღნაღში, რომელიც მისი უნიკალური არქიტექტურის, ციხე-გალავნის, ისტორიული მნიშვნელობისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა, პირველი მაღალი დონის კვების ობიექტი გაგვეხსნა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებდა ქართველი და უცხოელი სტუმრების მოთხოვნებს. „ამო" ამჟამად ეპიდემიოლოგიური და სანიტარული უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მუშაობს და სტუმრებს უკვე საქართველოს ყველა წერტილიდან მასპინძლობს.

ვიყოდამფუძნებელი,ჩემთვისნიშნავს:

1. საკუთარი იდეების სწორი მიმართულებით წარმართვის საშუალებას და შესაბამისად, თავისუფლებას;

2. პასუხისმგებლობას, შევქმნათ და სრულვყოთ პროდუქტი, რომელსაც მომხმარებლებს ვაწვდით;

3. მუდმივ განვითარებას და ამ გზაზე წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტის სწრაფი და ეფექტიანი გზების ძიებას.

პირველიდიდისირთულე,რომელსაცშეეჯახეთ?

პანდემია, რომელმაც უდიდესი დარტყმა მიაყენა სტუმარ-მასპინძლობის სფეროს. დღეს ახალ რეალობაში ვცხოვრობთ და ამ რეალობამ თითქმის ყველას – ბიზნესსა თუ ადამიანს მიაყენა ზარალი. ვფიქრობ, უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება, ვიყოთ მეტად ფრთხილები, წინდახედულები, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ უნდა ჩავიკეტოთ შინ და შევწყვიტოთ ერთმანეთთან ურთიერთობა.

რაარისთქვენი,როგორცდამფუძნებლის,მთავარიმოტივაცია?

სრულვყო პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელს ვაწვდით და ვიყოთ პირველები ხარისხით, რაც პირდაპირ კავშირშია და საოცრად აიოლებს მარკეტინგს.

რაარისთქვენთვისგანტვირთვისსაუკეთესოსაშუალება?

მუსიკა, მეგობრები, ბუნება. თუმცა, ზოგჯერ ახალი იდეებიც, რომლებიც ახალ ძალას და მუხტს მძენენ.

რასურჩევდითთქვენსთავს7წლისწინ?

ნაკლები მენერვიულა ყოველდღიურ პრობლემებზე და მეტი მეკითხა, მეფიქრა და დავუფლებოდი ახალ უნარებს.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრულიდაეკოლოგიურადსუფთაგარემოთბილისიდან15წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი