Cargon - 500 STARTUPS საქართველოშისაქართველოში ოთხთვიანი აქსელერაციის პროგრამაში 14 სტარტაპი იღებს მონაწილეობას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

Cargon ვებპლატფორმასა და მობილურ აპლიკაციას წარმოადგენს, რომელიც ტვირთის გამგზავნ და გადამზიდ კომპანიებს მოქნილი სისტემის მეშვეობით ერთმანეთთან მარტივად აკავშირებს. მის მიზანს ამ პროცესის დროულად, გამჭვირვალედ და მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა წარმოადგენს. ოპტიმალური დანახარჯებით უსაფრთხო გადაზიდვები ის უმნიშვნელოვანესი ასპექტია, რომელიც თანამედროვე ტვირთბრუნვისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ.

Cargon——ისმთავარიპრინციპიიმმოსახერხებელი სერვისის შექმნაში მდგომარეობს, რომელსაც საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სახმელეთო გადაზიდვების ოპტიმიზაციის, ამ პროცესის მუდმივი მონიტორინგისა და შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ანალიტიკისთვის, ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს.

მისი შექმნა სწორედ იმ არაეფექტურობის გამო გადაწყდა, რომელიც გადაზიდვების სფეროში მრავლად გვხვდება. აღმოჩნდა, რომ ხშირად ჩვენ გარშემო მოძრავი სატვირთო ავტომობილების 25% ცარიელი გადაადგილდება. ეს არა მხოლოდ ფინანსურადაა წამგებიანი, არამედ გარემოსაც დიდ ზიანს აყენებს. გარდა ამისა, ტვირთის გადაზიდვის სურვილის შემთხვევაში, ხშირად სატვირთოს მოძიება ხანგრძლივი და დამღლელი პროცესია. სტარტაპგუნდის მიზანია, მათი ჩართულობით ლოგისტიკის სფერო მარტივ, გამჭვირვალე და მოქნილ მიმართულებად იქცეს. ამავდროულად, ხელი შეუწყონ ცარიელი მოსიარულე ავტოგადამზიდების ოპტიმალურ დატვირთვასა და გადაზიდვების მაჩვენებლების გაუმჯობესებას.

Cargon-ი უკვე 1 წელია საქართველოს ბაზარზე პარტნიორებისთვის ტვირთების საიმედო გადაზიდვებს უზრუნველყოფს. პლატფორმაზე უკვე 100-მდე ტვირთმფლობელი კომპანიაა რეგისტრირებული. მათ შორის შეხვდებით როგორც იმპორტიორ, აგრეთვე ექსპორტიორ და მწარმოებელ კომპანიებს.

პლატფორმა რეგულარულად მრავალფეროვნდება ახალი სერვისებით როგორც ტვირთმფლობელებისთვის, ასევე ლოგისტიკური კომპანიებისთვის. გუნდის სამომავლო მიზნებს გლობალურ ბაზარზე გასვლა და პოზიციების გამყარება წარმოადგენს. ვანო ჩალაძის (CEO), ნიკო ტურაბელიძის (CFO) და შაკო ჯალაბაძის (COO) თაოსნობით შექმნილი Cargon-ი, გადაზიდვების ინდუსტრიას მნიშვნელოვან ცვლილებებს ჰპირდება.

გადაზიდვების სფერო დღითი დღე გაცილებით ტექნოლოგიური და ციფრული ხდება. თუ აქამდე ის ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ ინდუსტრიად მოიაზრებოდა, სადაც ნაკლებ ინოვაციურ გადაწყვეტებს შეხვდებოდით, ეს ასე უკვე აღარ არის. სხვა ინდუსტრიების განვითარების პარალელურად, ლოგისტიკის სფეროს განვითარებაც გარდაუვალი პროცესი ხდება. იმისათვის კი, რომ მან ფეხი აუწყოს იმ განვითარებული კომპანიების მოთხოვნებს, რომელთათვისაც სისწრაფე, პროცესების გამჭვირვალობა და ხარჯების ოპტიმიზაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, სფეროში გადაუდებელი ინოვაციების დრო დგება. სწორედ ასეთ ინოვაციას წარმოადგენს Cargon.

Wavy Line
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

SPECIALTY ყავის ბიზნესი – სიახლე რესტორატორი ანტრეპრენერებისთვის

ექსკლუზიური ინტერვიუ კარლოს ედუარდო ბითენქორთთან -CAFEZAL MILANO-დამფუძნებელთან და მმართველ დირექტორთან