უფრო პროდუქტიული შეხვედრებისთვისროგორ მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს ყველაზე ნაკლებად საყვარელი სამუშაო რუტინისგან?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

狗万官方

მკითხველებსვკითხეთ:როგორმივაღწიოთმაქსიმალურშედეგს ყველაზე ნაკლებად საყვარელი სამუშაო რუტინისგან?

წინასწარ დაგეგმეთ.ერთი კვირის განრიგი წინსწრებით შეადგინეთ. თანამშრომლებსაც მიეცით საშუალება, გეგმაზე კომენტარი გააკეთონ, რათა დრო ჰქონდეთ საფიქრელად და განრიგის შესაბამისად იმოქმედონ. თი ჯეი ალანი, Ageles Fitness-ის დამფუძნებელი, გილესპი, ილინოისი

აღიქვით სრული სურათი.შეხვედრები რომ ღირებული გამოვიდეს, სოციოკრატიის პრინციპებს ვიყენებთ. ეს არის სისტემური მიდგომა ინკლუზიური გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეფექტური მმართველობა, მუდმივი შეფასება და ორგანიზაციის განვითარება. აბიშეკ გუპტა, Creative Innovative Research-ის ტექნიკური კონსულტანტი, ჯაიპური, ინდოეთი

ფეხზე წამოდექით.მჯდომარე შეხვედრების ნაცვლად, ფეხზე იდექით. დილის 9 საათზე წრეს ვაკეთებთ და სათითაოდ ვასახელებთ დღის მიზნებს. რადგან ვდგავართ, უფრო ენერგიულებიც ვართ და სწრაფადაც ვმოქმედებთ. შეხვედრას 15 წუთში ვასრულებთ. აიდაჰ ომარი, Leads Gen Expert Pte Ltd.-ის კონსულტანტი, სინგაპური

ჩაინიშნეთ.ყოველთვის ჩაინიშნეთ სამოქმედო გეგმა – ვინ რის გაკეთებას აპირებს და როდის. თანამშრომლებს სთხოვეთ, დავალებების შესრულების პროცესის შესახებ მოგწერონ. მიდგომა საქმის კეთების პროცესს აჩქარებს და შეხვედრასაც მეტ აზრს სძენს. სენდი დანილოვიცი,The Health Engine-ის დამფუძნებელი/უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი, ვიქტორია, ბრიტანული კოლუმბია

„განწმენდა".ადამიანებს პრობლემებისა და შეკითხვების წინასწარ გამოთქმის საშუალებას ვაძლევ. ამ პროცესს „განწმენდას" ვუწოდებ. სხვა შემთხვევაში, შეხვედრის დროს საკუთარ პრობლემებზე იქნებიან კონცენტრირებული და შესაძლოა განსახილველი საკითხიც კი ჩაგვივარდეს. „განწმენდა" უკეთ ფოკუსირების საშუალებას გვაძლევს. დილან თი დალკვისტი, Canadian Sport Institute Pacific-ის კვლევითი ასისტენტი, ვიქტორია, ბრიტანეთის კოლუმბია

განუმარტეთ დავალებები.ყოველკვირეულ დავალებებს ყველა აპლიკაცია Trello-ს ბორდზე წერს. შემდეგ მცირე მრგვალ მაგიდას ვაწყობთ, შესასრულებელ საქმეებს ვიმეორებთ და ვაზუსტებთ. ზოგჯერ ვერბალიზაცია ჩამოწერილთაგან რომელიღაც პუნქტის მნიშვნელობას ზრდის ან ამცირებს. ლიფ ჰარვი, Holistic Performance Institute-ის დამფუძნებელი, ოკლენდი, ახალი ზელანდია

იკითხეთ და მოუსმინეთ.გრაფიკს მიყოლა მირჩევნია, თუმცა ყველა კლიენტთან მუშაობისას არ გამომდის. განრიგთა ნაკლებად მოყვარულ ტიპებს, უბრალოდ, ვეკითხები, რა ტექნიკური პრობლემა აქვთ (IT სფეროში ვსაქმიანობთ). კლიენტს საშუალებას ვაძლევთ, წინა გამოცდილების შესახებ გაგვანდოს და გვითხრას, რეალურად რა სჭირდება. მაიკ პერეზი, With Perez-ის დამფუძნებელი/უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი, ნიუ-იორკი

მიირთვით ლანჩი.ყველაზე პროდუქტიული შეხვედრებისთვის მარტივი ფორმულა არსებობს: არ უნდა ესწრებოდეს 5 ადამიანზე მეტი და ლანჩის დროს უნდა ტარდებოდეს. დროისა და ფოკუსის დაკარგვას თავს ვარიდებთ, რადგან შეხვედრას მხოლოდ საკითხში გარკვეული ადამიანები ესწრებიან. ლანჩი ოპტიმალური გამოსავალია – სტრესს ამცირებს და შანსი იმისა, რომ ყველა დაესწრება, მაღალია. დოქტორი ნაიმ დრიდი, Paris VII University, კლინიკური მკვლევარი, პარიზი

შეზღუდეთ ხანგრძლივობა.თითქმის ნახევარ მსოფლიოში ერთი წლის განმავლობაში ჩემ გუნდთან ერთად ვმუშაობდი და ყოველდღე ნახევარსაათიანი შეკრებისთვის დრო მუდამ გვრჩებოდა. აქედან გამომდინარე, შეხვედრებს კონკრეტული სამოქმედო გეგმის განხილვით ვიწყებდით. კითხვების დასმის კუთხით, საუკეთესოდ ვმუშაობდით. ჯეისონ ლენგსტორფი, Bearstone-ის კონსულტანტი/დამფუძნებელი, ოსტინი, ტექსასი

დავალებაზე კონცენტრირდით.მონაწილეები შესაძლოა შეხვედრის დასრულებას ცდილობდნენ, როდესაც დისკუსიის თემიდან ხშირად უხვევენ და შეხვედრაც ნაკლებ პროდუქტიული ხდება. ამ დროს ლიდერმა უნდა სთხოვოს, ახალი საკითხის განხილვა სხვა დროისთვის გადადონ. შეხვედრის შემდეგ ვწყვეტ, როგორ გავუმკლავდე ახალწამოჭრილ თემას – ელ.ფოსტით, ზარით, თუ მორიგი შეხვედრით. ანდრეა სპიროვი, The Boss Food Company-ის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი, ჰიუსტონი.

Wavy Line

Related Topics

სიახლეები

Area.ge - უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი დისტანციურად