იყავითმარიკონდოთქვენსსაშინაოოფისშიდალაგების გურუ უკვე ახალ დისტანციურ სამუშაო სივრცეს ჰკიდებს ხელს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

狗万官方

ყოველ ოფისს თავისი პოლიტიკა აქვს, მაგრამ თქვენი ოფისის თქვენსავე სახლში გადატანა, ისე, როგორც ბევრ ჩვენგანს აქვს კარანტინის დროს, უფრო მეტად ამძაფრებს მდგომარეობას. მე 500 კვადრატულ ფუტიან ბინაში ვცხოვრობ ჩემს საქმროსთან ‒ ჩადთან ერთად, და აღმოვაჩინე, რომ თანაარსებობა და ერთობლივი მუშაობა დანაღმული მინდორივითაა. ჩვენ მეკავშირეები ვართ, მაგრამ უსულო მტრები ყველგან არიან ჩასაფრებულნი ‒ ცუდად დადგმული ყავის ფინჯანი, იატაკზე ხაფანგივით გადაჭიმული კომპიუტერული სადენი და ა.შ. ამ ყველაფერთან დაკავშირებული აფეთქებები ეგზისტენციალურად ჟღერს: „მაგრამ რატომ, რატომ?!"

ამიტომ, როდესაც გავიგე, რომ მარი კონდო Zoom-ით გვეწვეოდა თავისი ახალი წიგნის, „სიხარული სამსახურში" განსახილველად, რომელიც აპრილის დასაწყისში, ზუსტად მაშინ გამოაქვეყნა, როდესაც პანდემია დაიწყო, დიდი სურვილი გამიჩნდა, მისი ცნობილი მაგია გამომეცადა, რომელიც ცხოვრებას ცვლის.

კონდო დათქმულ დროს „მოდის" თავისი ინგლისურენოვანი თარჯიმნის, მარი იიდას თანხლებით, ხალისიანია და მინიმალისტურად აცვია ‒ მრგვალყელიანი თეთრი სვიტერი. წიგნის ერთი ეგზემპლარი სრულიად ნათლად ჩანს თაროზე, მის მარჯვენა მხარეს. მთელი ეს სცენა ძალიან ჰგავს ძენ ბუდისტურს, მაგრამ კონდო მარწმუნებს, რომ მისი დისტანციური მუშაობა ასეთი უდრტვინველი სულაც არ არის კადრს მიღმა. „ჩემთვის ეს სიახლეა", ‒ ამბობს იგი, ‒ „ჩემი შვილები სხვა ოთახში თამაშობენ".

მთელი დღე შინ ვარ, ამიტომ მათთვის სამ თავ კერძს ვამზადებ, და შუალედებში... მგონი, რაღაცას ლაპარაკობს სამუშაოზე, ძაღლსა და ჯანმრთელობაზე, მაგრამ კავშირის შეფერხების გამო მისი ხმა აღარ ისმის.

„სიხარული სამსახურში" კონდოს მეხუთე წიგნია. მისი თანაავტორი, ორგანიზაციული ფსიქოლოგი, სკოტ სონენშეინია. კონდო იყენებს მეთოდს, რომელმაც მთელ სამყაროს გაუკეთა ჰიპნოზი ‒ „წესრიგის დამყარება, ცხოვრების შეცვლის მაგია" ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაშიც გამოიყენება. გვირჩევს, ჩვენი კარიერის ნებისმიერ სფეროში მოვუღოთ ბოლო უწესრიგობას ‒ ოფისი იქნება ეს, ელექტრონული ფოსტა, კომპიუტერის ეკრანის ფაილები, აპლიკაციები, თუ ყოველდღიური კალენდრები.

იდეაიმაშიმდგომარეობს, რომ დრო გამოვითავისუფლოთ ჩვენი მუშაობის სხვადასხვა ასპექტისთვის, რომლებიც სიხარულს გვანიჭებს, და ბოლოს ვიკითხოთ, გვხდის თუ არა ჩვენი პროფესია ბედნიერსა და კმაყოფილს? ჩემი მიზანი იყო წიგნის დაწერა, რომელიც უპირველესად იმაზე დაგაფიქრებდათ, თუ როგორ გსურთ მუშაობა და როგორია თქვენი იდეალები. „როდესაც საქმე კარიერაზე მიდგება", ‒ ამბობს იგი, ‒ „მე ვფიქრობ, ეს წიგნი ნამდვილად აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას, თავიანთ გულს მოუსმინონ".

სამწუხაროდ, 30-წუთიანი Zoom-სესია საკმარისი არ აღმოჩნდა კონდოსათვის ჩემი გულის მოსასმენად. სავარაუდოდ, ეს საუბარი გაგრძელდება, მაგრამ ტურისთვის სრულიად საკმარისია.

მემასჩემს საწერ მაგიდას ვუჩვენებ დეკორაციებით, ქაღალდების მთელი დასტით და ელექტრონული კაბელებით. შემდეგ ჩემს საძინებელში შევდივართ, სადაც ჩადი საწოლთან ზის თავისი ბარის სკამზე შემოდებული ლეპტოპით. „აი, სად ვინახავ ჩემი ყავის ფინჯანს", ‒ აცხადებს ის და ფანჯრის თაროზე მიუთითებს, ‒ „ისეთი ბედნიერი ვარ, რომ თქვენი განსაკუთრებული სამუშაო სივრცე გამიზიარეთ", ‒ ამბობს კონდო გულწრფელი სიხარულით ხმაში, ‒ „მხოლოდ შენახვის რამდენიმე ტრიუკის გამოყენება დაგჭირდებათ და გაცილებით უკეთესი გახდება".

მას თბილი, ცოცხალი ტემბრის მქონე ხმა აქვს, რომელმაც მილიონობით თაყვანისმცემელი მიიზიდა საკუთარ შოუზე, „დასუფთავება მარი კონდოსთან ერთად". „პირველი, რაც თქვენს მაგიდაზე დავინახე, რამდენიმე მცირე აქსესუარი იყო. ერთი პატარა ლანგარი ან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პატარა ყუთი, ნამდვილად გამოგითავისუფლებთ სივრცეს. და თუ ელექტროსადენების შეერთება არ გჭირდებათ კვების ბლოკთან, კარგი იქნებოდა ადგილის გამონახვა ზოგიერთის შესანახად. რაც შეეხება დოკუმენტების მთელ ამ დასტას, თავად გაოცდებით, როდესაც ნახავთ, რამდენად განსხვავებულად შეიძლება მათი შენახვა ვერტიკალურ მდგომარეობაში ფაილების საქაღალდეში.

ეს ნამდვილად მოგცემთ საშუალებას მარტივად ადევნოთ თვალყური, რა გაქვთ და რამდენი. „რაც შეეხება ჩადის „ოფისს",– ამბობს იგი, ‒ „ვფიქრობ,ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გამოყოთ, როდის გამოიყენებთ საწოლს სამუშაოდ და როდის ‒ დასასვენებლად და დასაძინებლად. ამიტომ, გათიშეთ სადენები დღის ბოლოს და ისინი თქვენი საწოლის ფეხებთან, ყუთში ან ნებისმიერ სხვა ადგილას შეინახეთ, სადაც გსურთ. უბრალოდ დარწმუნდით, რომ ერთი რეჟიმიდან მეორეზე გადადიხართ. უზომოდ მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც სამუშაო რეჟიმიდან დასვენების რეჟიმზე გადასვლის შესაძლებლობას გაძლევთ".

უმეტესწილად, მისი სამუშაოა, თავის მოსწავლეებს ასწავლოს, რომ რაღაც ნივთები უნდა დათმონ. მაგრამ შესაძლოა, ეს განსაკუთრებით რთული იყოს ასეთ დროს, როდესაც ადამიანები ასე ბევრს კარგავენ. როდესაც კონდოს ვეკითხები, აქვს თუ არა რაიმე რჩევები, იგი თავს ხრის და თვალებს ხუჭავს, თითქოს მედიტირებს. „ბევრი ადამიანი წუხს იმაზე, რაც წინ გველის, მაგრამ ვგრძნობ, რომ ახლა ზუსტად ის წუთია, როდესაც უნდა დავფიქრდეთ, რამდენად ძვირფასია ჩვენთვის ნივთები, რომლებიც გვაქვს", ‒ ამბობს იგი.

„მთავარი ისაა, რა გახარებთ, რა გაცვლევინებთ აზრს და რატომ გიჩნდებათ მადლიერების გრძნობა იმის გამო, რასაც და რატომაც აკეთებთ, და ასევე, ადამიანებისა და ყველაფრის გამო, რაც გაქვთ ცხოვრებაში". თუნდაც, ეს მისაღები ოთახის იატაკზე გადაჭიმული კომპიუტერის საიმედო სადენი იყოს.

Wavy Line

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

წარმატების ხელახალი განსაზღვრა უსასრულო აზროვნების გზით

"ლურჯმა ოკეანემ" ორგანიზაციული მენეჯმენტის შესახებ მორიგი ახალი პანელური დისკუსია გამართა