დიდოსტატები მრავალი ამოცანის შესრულებაშისტენლი მაკკრისტალი - აშშ-ის გადამდგარი გენერალი, McChrystal Group-ის დამფუძნებელი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

狗万官方

როდესაც სტენლი მაკკრისტალი 2009 წელს ავღანეთში, ამერიკულ ჯარებს ჩაუდგა სათავეში, როგორც თვითონ ამბობს, ფანატიკური დამოკიდებულება გაუჩნდა საკუთარი კალენდრის მიმართ. „ყველაზე ფასეული, რაც ლიდერს აქვს − დროა", − ამბობს იგი. და გენერალს მისი სათანადოდ გამოყენება სურდა. ამიტომ უპირველესად საკუთარი პრიორიტეტები ჩამოწერა. გარკვეული დროის ჯარებთან გატარება, მეორე ნაწილის კი ავღანეთის სამთავრობო ლიდერებთან და ასე შემდეგ. მოგვიანებით, ის და მისი გუნდი, რომელიც დაახლოებით 200 ადამიანისგან შედგება, ყოველთვიურად განიხილავდნენ გენერლის Outlook-კალენდარს, რომელშიც ყოველი შეხვედრა შეჰყავდა, და მის მიზნებს ადარებენ, თუ როგორ იყენებდა იგი ფაქტობრივად თავის დროს. ამის მეშვეობით დაადგინეს, რა ამართლებდა და რა არა. „შემდეგ მომავლის მოწესრიგება შევძელით", − ამბობს იგი, − „მე კალენდრიდან იმ პუნქტებს ვშლიდი, რომლებიც რატომღაც ისე გაიზარდა, როგორც სარეველა ტროტუარის ნახეთქებში". ახლა ის სამოქალაქო ცხოვრებას ეწევა, საკონსულტაციო კომპანიის ხელმძღვანელია, რომელშიც 100 ადამიანი მუშაობს, და ავტორია ახლახან გამოცემული წიგნის „ლიდერები: მითი და რეალობა". მან ეს მკაცრი მიდგომა აქაც შეინარჩუნა.

ის და მისი აღმასრულებელი თანაშემწე გენერლის კალენდარს კვირაში ორჯერ განიხილავენ და ყველაფერი, რასაც აკეთებს, ამ კალენდარშია ჩანიშნული, მისი პირადი დილის რეჟიმის ჩათვლით (შხაპსა და ჩაცმაზე 30 წუთია გამოყოფილი). მაკკრისტალს უჭირს შეხვედრების დროულად დასრულება, ეს კი კარგად დაგეგმილი დღის გაფუჭების ყველაზე მარტივი საშუალებაა, ამიტომ იგი მთელ იმედს თანაშემწეზე ამყარებს. შეხვედრის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე, ის აღებს კარს და ამბობს: „სერ, მინდა შეგახსენოთ, რომ შემდეგი შეხვედრა 4 წუთში გაქვთ დაგეგმილი". ეს სიტყვები უკვე საკმარისია კალენდრის მომდევნო პუნქტზე გადასასვლელად.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ