5 წარმატებული ანტრეპრენერი, რომლებიც დედებმა შთააგონეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

დედა ყველა ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. დაბადებიდან მოყოლებული, ნებისმიერ ასაკში დედა არის ის ადამიანი, რომელიც გზის გაკვალვასთან ერთად,ყოველთვის შენ გვერდით დგას, მიუხედავად შენი წარმატებულობისა თუ წარუმატებლობისა.

ყველაწარმატებულადამიანსჰყავსმშობელი,რომელიცმხარსუჭერსმათდასჯერათმათი.ეს თეორია ცნობილმა მწერალმა, მარგო ბისნოუმ შეიმუშავა, მას შემდეგ, რაც ათობით წარმატებულ ადამიანს ესაუბრა და მათი წარმატების ფორმულის ამოცნობას ცდილობდა თავისი წიგნისთვისRaising an Entrepreneur.ამ მშობელში ძირითადად დომინირებდა დედა, რომელიც ინსპირაციის მთავარი წყარო და მამოტივირებელი ფიგურა იყო ამ წარმატებული ადამიანების წარმატებაში.

ის, რასაც ანტრეპრენერები თავიანთ გზაზე გადიან, არც ისე მარტივი პროცესია. ყველასთვის საჭიროა ერთი ადამიანი მაინც, რომელიც მათ გვერდით იქნება, რაც უნდა მოხდეს. დღეს გთავაზობთ იმ ხუთი ანტრეპრენერის სიას, რომლებიც დედებმა შთააგონეს წარმატების გზაზე.

1. მეი მასკი, ილონ მასკის დედა

ჩამონათვალს ამ შესანიშნავი დედა-შვილის გარეშე ნამდვილად ვერ გავხსნით, რადგან ხშირად, სწორედ მათი დედა-შვილობაა ბევრისთვის ინსპირაციის წყარო. მეი მასკი ცნობილი მოდელი და დიეტოლოგია. ქმართან განქორწინების შემდეგ, ის ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სამი შვილი ერჩინა და მათი მომავალი გაეუმჯობესებინა. ილონი დედის მაგალითს აფასებს, როგორც მისი წარმატების მამოძრავებელ ძალას. ხშირად იხსენებს, რომ დედა სხვადასხვა ადგილზე მუშაობდა, როდესაც ისინი ცხოვრობდნენ ტორონტოში, ქირით, და დამატებით, კიდევ ერთ სამუშაოს ტორონტოს უნივერსიტეტში იმატებდა, რათა მას უფასო განათლება მიეღო.

მიუხედავად იმისა, რომ მეი ბოლომდე არ აღიარებს თავის დიდ ძალისხმევას ილონზე ან საკუთარ სხვა შვილზე, ის იყო პასუხისმგებელი მათი პირველი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის − Zip2-ის შენარჩუნებაზე. იმ მომენტისთვის, მეი ხელმძღვანელობდა კომპანიის ბიზნესგეგმას, სტაჟიორებს, ოფისის ხარჯებს, საკვებს, ტანსაცმელს და სხვა.

დაახლოებით 1996 წელს, მეიმ მთელი თავისი დანაზოგი (დაახლოებით $10 000) მათი საოფისე ფართის დაქირავებასა და ბიზნესხარჯების უზრუნველსაყოფად შესწირა. იგი დღემდე ამტკიცებს, რომ ეს იყო მისი „საუკეთესო ინვესტიცია, განხორციელებული ოდესმე".

2. კატიკა ჰერჯავეკი, რობერტ ჰერჯავეკის დედა

ხორვატიელმა (ყოფილი იუგოსლავია) რობერტ ჰერჯავეკიმ, თავის ოჯახთან ერთად კანადაში ემიგრაციის შემდეგ, ნამდვილ წარმატებას მიაღწია. ის არის ბიზნესმენი, ინვესტორი და The Herjavec Group-ის, კანადაში ერთ-ერთი უმსხვილესი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული უსაფრთხოების კომპანიის დამფუძნებელი. რობერტი ყოველთვის იხსენებს გარდაცვლილ დედას და აფასებს მის დიდ ძალისხმევას თავის წარმატებაში.

8 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც მშობლებთან ერთად იუგოსლავიის კომუნისტურ რეჟიმს გაექცა, ემიგრანტობის წლებმა გააძლიერა მისი, როგორც ანტრეპრენერის, გამოცდილება.დედასვეუბნებოდი:სამყარომძულს.არავინარისჩემთანკეთილი.მეარმყავსმეგობრებიდაყველაამბავშვსჩემზეუკეთესიცხოვრებააქვს.რთულია იცხოვრო ისეთ ქვეყანაში, რომლის ენაც კი არ იცი და დაგცინოდნენ იმის გამო, რომ არ გაქვს ფული".ამის საპასუხოდ, კატიკამ ბრძნულად ურჩია მას:რობი,არავინარისშენზეუკეთესიდაშენარავისზეხარუკეთესი".დედის სიტყვებმა რობერტი შთააგონა, რომ თვითონ შეექმნა რაღაც, მაგრამ არა ისე, რომ ვინმე დაემცირებინა. მას ყოველთვის ახსოვს, როგორია მეორე მხარე და თავისი კარიერის შექმნის დროს არცერთხელ არ შეუწყვიტავს ამაზე ფიქრი.

3. შარი ჰუვერი, რაინ ჰუვერის დედა

რაიანჰუვერიგანთქმულიაროგორცყველაზესაოცარიპროგრამების, სერვისებისა და გაჯეტების კურირებით, ასევე სამუშაო ეთიკით. ის ჩვეულებრივ ყოველდღე, 5:30 საათზე იღვიძებს, რათა ინტერნეტში უახლესი ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სტარტაპების ინფორმაციას გაეცნოს. ამით ჰუვერი თავის კომპანიას მოწინავე პოზიციაზე ინარჩუნებს. დედამისი − შარი, ასევე ანტრეპრენერი, დაეხმარა მას სწავლაში და მოუწოდა, მთელი ცხოვრება ეძებნა სახალისო და საინტერესო პროექტები. თავად შარიმ, რომელიც გამუდმებით მუშაობდა ყველაფერზე, დაწყებული საიუველირო ნაწარმიდან, წაახალისა რაიანი გამოეყენებინა თავისი გონება, ხელები და ნებისმიერი რესურსი, რაც ჰქონდა საკუთარი ინტერესის უდიდეს სფეროებში.

4. ადელ სენდბერგი, შერილ სენდბერგის დედა

შერილ სენდბერგი არის ამერიკელი ბიზნესმენი, მილიარდერი და ქველმოქმედი, Facebook-ის მთავარი ოპერაციული ოფიცერი (COO) და LeanIn.Org-ის დამფუძნებელი. 2012 წლის ივნისში იგი აირჩიეს Facebook-ის დირექტორთა საბჭოში და გახდა საბჭოს პირველი ქალი წევრი. შერილის დედა − ადელი, იყო მუზა თავისი ცნობილი წიგნისაLean In.ადელმა საკუთარი სადოქტორო პროგრამა მაშინ დატოვა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო. შერილი ხაზს უსვამს, რომ დედამ უდიდესი გავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე. ადელი საკუთარი ქალიშვილის აქტიური მხარდამჭერიცაა და ხელს უწყობს მას, ყოველთვის აჰყვეს ოცნებებს და აყვავდეს.„გმადლობ,დედა,რომშენიშვილებისაკუთარიცხოვრებისსაქმედაქციე", −ამბობსშერილი.

5. ევა ბრენსონი, რიჩარდ ბრენსონის დედა

პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი CEO-დედა. ევა ბრენსონის სათავგადასავლო ცხოვრება ადრეულ ასაკში დაიწყო, როდესაც მან თავი შენიღბა მამაკაცად, რათა გამხდარიყო მფრინავი.

მისი სიცოცხლის სურვილი კარიერის სხვადასხვა გზაზე არაერთხელ გამოიხატა. მათ შორის ევა იყო − სამხედრო პოლიციის ოფიცერი, პრობაციის ოფიცერი და ა.შ. ევას აურზაურმა შთააგონა მის შვილს, შეექმნა პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბრენდი.

მასსავსე ჰქონდა ცხოვრება თავგადასავლებით",ამბობსრიჩარდი, −ვფიქრობ,მალევემივხვდი,რომმას ნამდვილად უნდოდა შვილებიდან რომელიღაცას ისეთივე თავგადასავლები გვქონოდა ცხოვრებაში, როგორიც მას. ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ ამ სურვილის ასრულებისთვის,ჩემსცხოვრებაშისაკმაოდბევრიარაჩვეულებრივირამუნდაგამეკეთებინა".

მადლობა დედებს მთელ მსოფლიოში, მომავალი თაობის აღზრდისთვისა და ჩვენი სამყაროს შესაცვლელად გაღებული წვლილისთვის!

Related Topics

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

სიახლეები

პროგრამირება ქართულად

როგორ შექმნა პაპუნა გაგნიძემ ახალი პროგრამული ენა