თბილისი ციფრული მშენებლობის საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჩვენი დედაქალაქი 19 ოქტომბერს ციფრული მშენებლობის საერთაშორისო ფორუმის მასპინძელი იქნება. ფორუმი დაინტერესებულ პირებს (ქონების მფლობელებს, კონტრაქტორებს, სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს) საშუალებას მისცემს, სამშენებლო პროცესებში მიმდინარე გაციფრულების საუკეთესო პრაქტიკას გაეცნონ.

ფორუმის ორგანიზატორიBIM Solutions Group-ია − ორგანიზაცია ეხმარება კომპანიებს სხვადასხვა ქვეყანაში ინოვაციური მეთოდების გამოყენებით მშენებლობების წარმართვაში. BIM Solutions-ის წარმომადგენლობით საერთაშორისო ბრენდი ქართულ სამშენებლო ბაზარზე BIM-მეთოდის დანერგვას უწყობს ხელს, რაც მშენებლობის ინფორმაციის მოდელირებას გულისხმობს (Building Information Modelling), კომპანიებს კი უფრო ეფექტიან და პროდუქტიულ გზებს სთავაზობს პროცესების სამართავად.

ფორუმის სპონსორი და პარტნიორი სამშენებლო პროექტების მართვის კომპანიასიემსია. ციფრული მშენებლობის ფორუმის სპონსორები, ასევე, არიან სამშენებლოკომპანია ანაგიდა არქიტექტურული კომპანიაარტსტუდიო პროექტი.

გარდა ამისა, ფორუმის განხორციელებაში ათამდე სხვა კომპანიაა ჩართული. BIM Solutions Group-ის პარტნიორები ფორუმზე არიან Property Georgia, FIABCI Georgia,Business Media Georgia, EU BIM Group,EBA(ევროპის ბიზნესასოციაცია საქართველოში) და Baltic BIM Management.

მშენებლობის ინფორმაციული მოდელირება (BIM) კონსტრუქციების უფრო მოსახერხებლად წარმოდგენის საშუალებას იძლევა, რადგან ამ მეთოდის გამოყენებით შეგვიძლია შენობის ყველა ელემენტის შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში გაერთიანება. გარდა ამისა, BIM-მეთოდი მომუშავე პერსონალის სწრაფ გადამზადებასაც გულისხმობს. BIM Solutions სთავაზობს კომპანიებს, შეამცირონ შეცდომები და ხარვეზები, მასალის არამიზნობრივი ხარჯვა და დროს უკეთესი მენეჯმენტი გაუწიონ. მეთოდი მშენებლობაში, როგორც წესი, სამშენებლო ტერიტორიაზე გამოიყენება, სადაც 3D-ში წარმოდგენილი ინფორმაცია უფრო აღქმადია.

BIM Solutions ექვს ქვეყანაშია წარმოდგენილი − ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, ბელორუსი და საქართველო. ორგანიზაცია თანამშრომლობს როგორც სამშენებლო, დიზაინისა და უძრავი ქონების განვითარების კომპანიებთან, ისე სამთავრობო სტრუქტურებთან და აძლევს მათ ექსპერტულ რჩევებს პროცესების მართვის გასაუმჯობესებლად.

BIM Solutions-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ერნესტას ბერჟანსკისი ამბობს, რომ ორგანიზაციას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს სფეროში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბალტიისპირეთში ინდუსტრიის განვითარებაში, ევროპული სტანდარტების დანერგვაში. მისი თქმით, ბალტიისპირეთში სამშენებლო ინდუსტრიამ დრამატული ცვლილება განიცადა და საბჭოური სისტემიდან წარმატებულად გადავიდა ევროპულ სტანდარტზე. ბერჟანსკისის თქმით, ორგანიზაცია ამაყია იმით, რომ მხარს უჭერდა ამ სექტორის განვითარებას.

საქართველოს პოტენციალზე საუბრისას კი ამბობს:

"ბალტიისპირეთის ქვეყნებში სამშენებლო ინდუსტრიის მოდერნიზების ჩვენმა ფართო გამოცდილებამ შეიძლება სარგებლობა მოუტანოს საქართველოსაც. ჩვენი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, მიზნად ვისახავთ, დავაჩქაროთ ევროკავშირის სამშენებლო ინდუსტრიის პრაქტიკისა და სტანდარტების დანერგვა საქართველოში".

სწორედამმიზანსემსახურებათბილისშიციფრულიმშენებლობის საერთაშორისო ფორუმის გამართვაც. კონფერენციაზე ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მთავრობების წარმომადგენლები დაინტერესებულ მხარეებს მათ გამოცდილებასა და გაციფრულების უპირატესობებს გააცნობენ.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება სამშენებლო და უძრავი ქონების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია YIT, რომელიც საკუთარ გამოცდილებასა და შეხედულებებს გააცნობს ინდუსტრიის წევრებს, ხოლო Baltic BIM Management მათივე პროექტებს წარმოადგენს.

"ჩვენი მიზანია დეველოპერებმა, სახელმწიფო მოხელეებმა, კერძო უძრავი ქონების მფლობელებმა და მენეჯერებმა, ძირითადმა კონტრაქტორებმა და პროექტების მენეჯმენტში მომუშავე კომპანიებმა მიიღონ ინფორმაცია გაციფრულების, BIM-ის გამოყენების, სამშენებლო და შემდგომი ექსპლუატაციისა და ტექნიკური ფაზების შესახებ",− ამბობს ერნესტას ბერჟანსკისი.

სამშენებლო ინდუსტრიის ჩართულობა პროცესში აუცილებელია, თუმცა სამთავრობო სტრუქტურების მზადყოფნა და სიახლეების შესაბამის უწყებებში დანერგვა არანაკლებ მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილების მიმღები რგოლის ჩართულობა პოლიტიკის ცვლილებას და, შესაბამისად, სიახლეების უფრო ეფექტიან დანერგვას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, BIM Solutions ფორუმში მონაწილეობას სამთავრობო სექტორსაც აქტიურად სთავაზობს.

დაინტერესებულ პირებს, სამშენებლო, დიზაინისა თუ მენეჯმენტის კომპანიებს, ასევე სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს, ფორუმში მონაწილეობისთვის შემდეგბმულზე შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა.

Related Topics

სიახლეები

BAU International University Batumi-ს ახალი რექტორი ჰყავს

როგორ გადაამზადებს უნივერსიტეტი სტუდენტებს მაღალკვალიფიციურ ექიმებად?

Business News

გილოცავთ, თქვენ გელით სიკვდილი!

ეს სტატია მათთვისაა ვინც ყოყმანობს, სამსახური დაიწყოს თუ ბიზნესი. ან ვისაც ახლა სამსახური უკვე აქვს

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?