ნარჩენების მართვის 3R პრინციპიReduce, Reuse, Recycle!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ანატიკარაძე

დღეს ერთ-ერთი ყურადსაღები პრობლემაა ნარჩენების მართვა. დედამიწა ვეღარ იტევს ჩვენს მიერ წარმოქმნილ ნაგავს. ამ თემაზე საუბრისას ხშირად ახსენებენ სამ R-ს (Reduce, Reuse, Recycle):

  • Reduce (შემცირება) ნაკლების გამოყენება ნაგვის წარმოქმნის კონტროლის მიზნით, ანუ ნებისმიერი საგნის გაცნობიერებული მოხმარება. ერთერთი კარგი მაგალითია ქაღალდის ცხვირსახოცები. მახსოვს ულამაზესი ნაქარგი ცხვირსახოცები მქონდა, ალბათ სულ სამი-ოთხი ცალი. დედა მირეცხავდა, მიკრახმალებდა და მიუთოვებდა. ახლა საქმე გავიმარტივეთ და ერთჯერად ცხვირსახოცებს ვიყენებთ და მთელი ცხოვრების მანძილზე ერთი ადამიანიც კი თაჯ-მაჰალის ოდენა ნაგავს ქმნის მხოლოდ ამ ერთი დასახელებით. ძალიან კარგი პროდუქციააZero Effectში, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ შეფუთვის გარეშე მშრალი შამპუნი, საპნები, ბამბუკის კბილის ჯაგრისი და სხვა, რითაც ხელს შეუწყობთ სამყაროზე "ნულოვან ზეგავლენას".

  • Reuse (ხელახალი გამოყენება) ნივთებისთვის ხელმეორე ცხოვრების ციკლის მიცემა. აქ მახსენდება ერთჯერადი კონტეინერები, რომელსაც ყველანაირად ვცდილობ არ მოხვდეს ჩემ სახლში, მაგრამ თუ მოხვდა იქამდე ვიყენებ, სანამ არ გაიხევა და გამოუსადეგარი გახდება. აქვე მინდა ვახსენო ტანსაცმლის ხელახალი გამოყენება. ამ იდეით შეიქმნა ვინტაჟური ტანსაცმლის კონცეფცია"ნამუს"კაფემაღაზიის სივრცეში, სადაც წარმოდგენილიაPaulinewearsის დავინტილატორისტანსაცმელი。

  • Recycle (გადამუშავება) არსებული ნივთის კვლავ წარმოებაში ჩაშვება და ახალი პროდუქტის შექმნა. ცელოფნის პარკებზე ყოველთვის უარს ვამბობ, ჩემი ნაჭრის ჩანთით დავდივარ ყველგან, მაგრამ მაინც ბევრი პარკი მიგროვდება, გაოცებული ვარ საიდან, იმდენად ყველაფერი პარკში დევს და მერე ეს პარკი კიდევ პარკში, რომ მაინც აღმოჩნდება ხოლმე ჩემთანაც. ვინახავ და გადამუშავებისთვისPlastic Watcherს ვაძლებ, რომელიც მათგან ულამაზეს ნივთებს ქმნის. ასევე, შეიძლება გადამუშავდეს მინის ბოთლები. მე ამის დიდად მომხრხე არ ვარ, რატომ უნდა გადამუშავდეს ბოთლი, რომ ისევ ბოთლი შეიქმნას, როდესაც მარტივად შეიძლება გაირეცხოს და ხელახლა გამოვიყენოთ. გადამუშავება თავისთავად ენერგიას და რესურს მოითხოვს. თუმცა, რა თქმა უნდა, გადაყრას გადამუშავება სჯობს.

თქვენ რა ხერხს მიმართავთ ნარჩენების კონტროლისთვის? მინდა ეს წელი იყოს ჩემთვის ამ საკითხზე ყურადღების მიმართვის წელი. თქვენი რჩევები და გამოცდილება მნიშვნელოვანია - გამიზიარეთ.

Wavy Line

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ