თქვენი YouTube-მარკეტინგის 5 უდიდესი პრობლემაYouTube უზარმაზარ შესაძლებლობას იძლევა, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ

ByTerry Tateossian

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სულ ათი წელიწადი დასჭირდა YouTube-ს, რომ გართობისა და მხიარულების წყარო გამხდარიყო ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. მსოფლიოს ზოგიერთ უდიდეს ბრენდს უკვე აქვს საკუთარი YouTube-არხი, მათ შორის არიან, Google, BMW, Disney და Lego. მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ მსხვილი ბრენდები არ იყენებენ YouTube-ს რეკლამისთვის, ნებისმიერი ზომისა და ტიპის კომპანისთვის ეს არის პლატფორმა მთავარი შეტყობინებების გასავრცელებლად და სარეკლამო კამპანიების გასაძლიერებლად.

არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ YouTube უზარმაზარ შესაძლებლობას იძლევა მრავალფეროვან აუდიტორიაზე გასასვლელად და მის მოსაზიდად, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ ამას მხოლოდ მაშინ მოახერხებთ, როდესაც ყველაფერს სწორად გააკეთებთ. ქვემოთ რამდენიმე ყველაზე დიდ პრობლემაზეა საუბარი, რომელსაც მარკეტოლოგები ამ პლატფორმაზე აწყდებიან.

1. არასწორი სამიზნე აუდიტორია

ბევრი მარკეტოლოგი უშვებს შეცდომას, არასწორ აუდიტორიაზე აკეთებს გათვლას, და ამის გამო, ვიზიტორები მაღალი ხარისხის მიუხედავად, მათი ქონთენთით არ ინტერესდებიან. ადვილია საკუთარი თავი დააჯეროთ, რომ თქვენი ვიდეო ნებისმიერ დემოგრაფიულ ჯგუფს მოეწონება და ამ დროს, შესაძლოა არასწორი აუდიტორია შეარჩიოთ.

ამ შეცდომების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია წინასწარ სათანადოდ განსაზღვროთ, კონკრეტულად რომელ დემოგრაფიულ ჯგუფს მიეკუთვნებიან თქვენი მომხმარებლები. საინტერესოა, ვინ არის თქვენი სამიზნე მომხმარებელი? ქალები, მამაკაცები თუ ორივე? ახალგაზრდა თუ ასაკოვანი? დაოჯახებული თუ მარტოხელა? გარდა ამისა, სხვა დემოგრაფიულ სეგმენტებზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება − კულტურული წარმოშობა იქნება ეს, პროფესია, შემოსავალი, განათლების დონე თუ ადგილმდებარეობა. ძირითადად, თქვენი მომხმარებლების ამ მნიშვნელოვან სტატისტიკურ მონაცემებში უნდა ერკვეოდეთ. ასევე უნდა იცოდეთ, როგორია მათი ცხოვრების წესი, ინტერესები, შეხედულებები, ფასეულობები და პრობლემები − ეს ყველაფერი თქვენს აუდიტორიაზეც მოგცემთ წარმოდგენას და იმაზეც, თუ რა მსყიდველობითი განზრახვები აქვთ მათ.

იმის გარკვევაც კარგი იქნება, შეხების რა საერთო წერტილები გაქვთ მომხმარებელთან, რადგან თქვენს აუდიტორიაზე გაგიყვანთ. ჰკითხეთ თქვენი გაყიდვების სამსახურის წარმომადგენლებს და მომხმარებელთა მომსახურების გუნდებს, რა ინტერესები აქვთ თქვენს კლიენტებს და რა პრობლემები აწუხებთ მათ. ანალიტიკური ხელსაწყოები გამოიყენეთ და დაადგინეთ, რომელი თემები, საკვანძო სიტყვები და საძიებო პირობები აინტერესებს თქვენს აუდიტორიას.

2. არარსებულიმიზანი

სწორი ვიდეოქონთენთის შესაქმნელად, უპირველესად, თქვენი მარკეტინგული მიზნები უნდა დაადგინოთ. ამ ტიპის მიზნებია, პოტენციური კლიენტებისა და გაყიდვების გაზრდა, კლიენტების გადინების შემცირება ან ბრენდის ცნობადობის გაზრდა. თქვენ სხვადასხვა ტიპის ვიდეოქონთენთის გამოყენება შეგიძლიათ თქვენსავე მარკეტინგული მიზნებიდან და სამიზნე აუდიტორიიდან გამომდინარე. მაგალითად, ინტერვიუები, მოვლენები, კულისებს მიღმა არსებული შეხედულებები, კითხვა-პასუხის სესიები და სახელმძღვანელოები პრაქტიკულ საკითხებზე.

იფიქრეთ იმაზე, თუ როგორი ემოციის გამოწვევა გსურთ თქვენს პოტენციურ მომხმარებლებში. გსურთ მათ მღელვარება, თანაგრძნობა ან აღფრთოვანება იგრძნონ? იმ ემოციებზეც იფიქრეთ, რომელთა თავიდან აცილებაც გსურთ − იმედგაცრუება იქნება ეს, სტრესი, უკმაყოფილება თუ უპატივცემულობა. აქვე გაითვალისწინეთ, რომ უარყოფითი ემოციების გამოწვევა დაკარგული შესაძლებლობებისა და შემოსავლების ფასად დაგიჯდებათ. თქვენ იმ ემოციებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რომლებიც თქვენსავე ბიზნესის ფასეულობას განსაზღვრავენ.

3.დაბალი ხარისხისვიდეოებისგაზიარება

ვიდეოქონთენთს თითქმის წალეკილი აქვს მთელი ინტერნეტი. ამიტომ დიდი შეცდომა იქნება ხარჯების შესამცირებლად მომხმარებლისთვის დაბალი ხარისხის ვიდეოს შეთავაზება. კარგი ვიდეოები პროფესიულადაც გამოიყურება და თან, თქვენს აუდიტორიას რაღაცას მიანიშნებს. იმისათვის, რომ თქვენი ვიდეო პროფესიულად გამოიყურებოდეს, ისეთ დეტალებს მიაქციეთ ყურადღება, როგორიცაა განათება, ხმა და კამერის მუშაობა.

განათება ვიდეოწარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. თქვენ მხოლოდ ფონი უნდა გამოყოთ წინა პლანის ელემენტებისაგან, კადრს ჩრდილები მოაცილოთ და მის ძირითად ელემენტებს უნდა გაუსვათ ხაზი. თქვენმა ვიდეომ წარმატებას რომ მიაღწიოს და პოპულარული გახდეს, ასევე მნიშვნელოვანია ხარისხიანი აუდიო. თუ ხმის ხარისხი საკმარისად კარგი არ იქნება, მნახველების უმეტესობა თქვენს ვიდეოს ბოლომდე არ უყურებს და შესაბამისად, ვერც იმ შეტყობინებას ამოიკითხავს, რომლის გადაცემაც გსურთ მათთვის.

კარგივიდეოინფორმაციასუნდააწვდიდესთქვენსსამიზნე აუდიტორიას, მიმზიდველიც უნდა იყოს, აღაფრთოვანებდეს და ართობდეს მას. აქტუალური და საინტერესო ვიდეო იმ თემას უნდა ეხებოდეს, რომელიც თქვენს მაყურებელს აინტერესებს და ისე სთავაზობდეს ინფორმაციას, რომ ადვილად აღსაქმელი იყოს და თქვენი აუდიტორიის პრობლემასაც აგვარებდეს.

4. არასწორიმონაცემებისთვალყურის დევნება

კომპანიებს ხშირად უჭირთ სწორი მონაცემების დადგენა თავიანთი ვიდეომარკეტინგის კამპანიებისთვის. მართალია, კომენტარები და გაზიარებები მნიშვნელოვანია და ფასეულ შეხედულებებს იძლევა, მაგრამ სხვა მონაცემები დაგეხმარებათ და სათანადო წარმოდგენას შეგიქმნით იმის თაობაზე, თუ რა იქნება ეფექტური თქვენი კომპანიის პოპულარიზაციისთვის. თქვენ შემდეგ მონაცემებს უნდა ადევნოთ თვალყური: ტრაფიკის წყარო, ნახვების/გამომწერების თანაფარდობა, ნახვების საშუალო ხანგრძლივობა და კონვერსიის კოეფიციენტი.

გარდა ამისა, სხვა მნიშვნელოვანი მონაცემებიც არსებობს, რომელიც წარმატების გაზომვაში დაგეხმარებათ. კერძოდ, ნახვების საშუალო პროცენტი, ნახვის დრო, განმეორებითი ნახვები და უნიკალური მნახველები.

5.არცთუზომიერი ქონთენთი

როდესაც მომხმარებლები თქვენს ვიდეოს წააწყდებიან ან თქვენს YouTube-არხზე შემოვლენ, ისინი მთელ თქვენს ინფორმაციას გაეცნობიან, მათ შორის − თქვენი კომენტარების სექციასაც. თქვენ საკმაოდ ბევრის გაკეთება მოგიწევთ: პოტენციურად მავნე და არასასურველი კომენტარების შენახვა, რათა შემდეგ კიდევ გადაათვალიეროთ; სპამისა და არასასურველი კომენტარების წაშლა, ცნობისმოყვარე ან პოზიტიური კომენტარების ავტორების მოწონება და მათთან დაკავშირება. მაგრამ თუ გადატვირთული ხართ ან კიდევ ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი, შეგიძლიათ მოდერატორი დაამატოთ, რომელიც კომენტარების მართვაში დაგეხმარებათ. ან კიდევ, ინსტრუმენტების გამოყენება შეგიძლიათ მოდერაციისა და საზოგადოების მართვის ფუნქციებით, რათა მოიწონოთ, გამოაქვეყნოთ და მონიშნოთ კომენტარები ან დამალოთ ქონთენთი, რომელიც გარკვეულ სიტყვებს შეიცავს.

თქვენი YouTube არხი შესაძლოა ბრენდის მამოძრავებელი ძალა გახდეს, მაგრამ ყველაზე კარგად გააზრებული და საგულდაგულოდ დამუშავებული მარკეტინგული სტრატეგიაც კი შეცდომებმა გაანადგუროს. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ,YouTube შესანიშნავი პლატფორმაა მრავალფეროვან აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის.

ასე რომ, თუ გსურთ ახალ, დაინტერესებულ აუდიტორიასთან კავშირის დამყარება, ბრენდის ცნობადობისა და ავტორიტეტის ამაღლება და საბოლოოდ, თქვენი გაყიდვების გაზრდა, აუცილებლად უნდა გააზიაროთ ქონთენთი, რომელიც რაღაც საინტერესოსა და სასარგებლოს სთავაზობს მათ. YouTube-მარკეტინგში წარმატების მისაღწევად, თავი უნდა აარიდოთ შეცდომებს, რომლებზეც ზემოთ იყო საუბარი და რომლებიც შესაძლოა, საკმაოდ ძვირი დაგიჯდეთ.

Wavy Line

Related Topics

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ