ოცწლამდელ ანტრეპრენერთა ახალი თაობა - ზუკა მაისაშვილიბავშვებთან ყველაფერი რიგზეა!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ზუკა მაისაშვილის სტარტაპს „ღვინუკა" ჰქვია, რომელიც 15 წლის დასთან, ნატუკა მაისაშვილთან და 16 წლის ბიძაშვილთან − თორნიკე მაისაშვილთან ერთად წამოიწყო.

ახალგაზრდა ანტრეპრენერები რაჭული ენდემური ჯიშის ღვინის სახეობებს ასხამენ, რისთვისაც სპეციალურად პატარა საწარმო რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში აშენდა. „ღვინუკას" ღვინის სახეობები განსხვავდება ტრადიციული რაჭული ღვინის სახეობებისგან, რადგან ის მთლიანად მშრალია. ზუკამ ღვინის ბიზნესი სკოლის დასრულებისთანავე, გასულ წელს დაიწყო. იდეა გაცილებით ადრე, სკოლაში სწავლისას ჰქონდა, თუმცა გადატვირთული რეჟიმის გამო, საქმისთვის ხელის მოკიდება სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა.

ამბობს, რომ 18 წლის ბიჭს და მის არასრულწლოვან პარტნიორებს არ ჰქონდათ არანაირი საწყისი კაპიტალი, ამავდროულად ბანკებიც არ აძლევდნენ სესხებს, რადგან გარანტიას ვერ უზრუნველყოფდნენ. ამის შემდეგ გამოჩნდა რამდენიმე საგრანტო კონკურსი: USAID და „მისო კრისტალი", რომლებმაც დაიჯერეს ახალგაზრდების შემართების და რამაც შესაძლებელი გახადა იდეა რეალობად ექციათ − პატარა საწარმო დაეარსებინათ. ამბობენ, რომ შთაგონება ის წინაპრები იყვნენ, რომლებიც საქართველოს გასაბჭოებამდე იმავე ადგილას ღვინის წარმოების უფრო მასშტაბურ საქმიანობას ეწეოდნენ.

„ღვინუკა"ღვინის რამდენიმე ბრენდირებულ მაღაზიაში იყიდება. წლიდან წლამდე იზრდება წარმოებული ბოთლების რაოდენობაც. ახლა სამზადისს რთველისთვის იწყებენ. პარალელურად, შეკვეთები აქვთ რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, უკრაინიდან და გერმანიიდან. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შემოდგომიდან აპირებს ჭაჭისა და ხილის არყის წარმოების დაწყებას. ამავდროულად, საექსპერიმენტოდ ახალი წლისთვის ვაშლის ლუდის, ანუ სიდრის ჩამოსხმა იგეგმება, ხოლო მომავალი წლიდან დაგეგმილია სადეგუსტაციო დარბაზის მშენებლობა, რაც შესაძლებელს გახდის ტურისტების მოზიდვასაც. საბოლოო მიზანი კი, მაისაშვილების ისტორიული სახლისა და კომპლექსის დიდ და ცნობილ შატოდ გადაქცევაა.

Wavy Line
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Related Topics

Business News

სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიში წარმოადგინა

ყოველგაცემულლარზეგამომუშავებული14ლარი, 11 000 დაფინანსებული პროექტი და 60 000 სამუშაო ადგილი

სიახლეები

ანტრეპრენერი, რომელიც ემოციური ბალანსის მიღწევაში გეხმარებათ

ბალანსი, ავთენტურობა და სიყვარული − თამუნა ჩიჩუას "ემოციური ინტელექტის სკოლის" მთავარი ღირებულებებია

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს