ვახტანგ ჯავახაძე და ტორესა მოსი - გალაკტიონი აქ.ახლათიბისის生活——სესიები——აქ。ახლა- გრძელდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

19 ივნისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს პოეტის - ვახტანგ ჯავახაძის სესიას ვირტუალურად დაესწროს თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით.

ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, რომლის მოდერატორი მწერალი - ტორესა მოსი იქნება.

სესიის - „გალაკტიონი აქ.ახლა" ფარგლებში, ვახტანგ ჯავახაძე და ტორესა მოსი პოეტის შემოქმედებაზე და მათ შორის კრებულზე - „არტისტულ ყვავილებზე" ისაუბრებენ.

გალაკტიონ ტაბიძის ეპოქალურ „არტისტულ ყვავილებს", რომელიც 1919 წელს, დამოუკიდებელ საქართველოში დაიბეჭდა, გასულ წელს 100 წელი შეუსრულდა. პოეტის რიგით მეორე კრებულში 86 ლექსია დაბეჭდილი და მას ფრანგული სახელწოდება ჰქონდა - „Cran Aux fleurs artistiques", რაც ასე ითარგმნება – „თავის ქალა არტისტული ყვავილებით". დღეს კრებული „არტისტული ყვავილების" სახელითაა ცნობილი და ქართული ლირიკის უმაღლეს მწვერვალად ითვლება.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს