თიბისის მხარდაჭერით სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სტარტი აიღოImpact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორმა,რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 60-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 20 გუნდი, რომელიც მომდევნო 12 კვირის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.

შერჩეული სტარტაპები:

  • Base2——მობილურითავსატეხი(ფაზლ)თამაში,რომელიცეხმარება მოთამაშეებს პროგრამირების საფუძვლების შესწავლაში.
  • Cartune- ონლაინ პლატფრომა, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას ავტომობილის მძღოლებსა და ხელოსნებს შორის.
  • Carusell- მანქანების ყიდვა/გაყიდვის ონლაინ პლატფორმა.
  • DiFlex- ქლაუდზე დაფუძნებული კონტაქტ ცენტრის პროგრამული გადაწყვეტა, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს AI-ს გამოყენებით გამავალი სატელეფონო, SMS, IVR კამპანიები თუ კვლევები გახადონ მოქნილი, ორგანიზებული და ეკონომიური.
  • e-Consul- მოგზაურების ციფრული სივრცე, რომელიც აერთიანებს ყველა სამოგზაურო ინფორმაციას და ახდენს სავიზო აპლიკაციების შევსების ავტომატიზაციას.
  • Edutech- ტექ.ტალანტების დასაქმების პლატფორმა.
  • Georgian Wine Club- პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ღვინის შერჩევის პროცესის სრულ ავტომატიზებას და მომხმარებელისთვის მორგებული პროდუქციის ადგილზე მიწოდებას.
  • Happykids- საბავშვო პროდუქციის ონლაინ პლატფორმა (მარკეტფლეისი).
  • Lopus Electronics- ელექტროინჟინერიის დისტანციურად შესწავლის ვებ.პლატფორმა და მობილური აპლიკაცია.
  • MLbee- ვებ.პლატფორმა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ეხმარება კომპანიებს გადაჭრან ანალიტიკური ბიზნესპრობლემები ავტომატიზებულად.
  • Nebula- პლატფორმა, რომელიც სასწავლო ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის ზოგადი განათლების საგნების სასწავლო კურსებს. Nebula.ge ეხმარება მასწავლებლებს სწავლებაში, ხოლო მოსწავლეებს სწავლაში.
  • RenZ- ინდუსტრიული და აგრო ტექნიკის გაზიარება/გაქირავების პლატფორმა.
  • SOS Auto- ევაკუატორისა და ავტოასისტანსის გამოძახების ვებ.პლატფორმა და მობილური აპლიკაცია.
  • Sprenty -კერძო სპორტული ობიექტების ონლაინ დაჯავშნისა და სპორტული აქსესუარების გაქირავების პლატფორმა.
  • Tao Technology- მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული ვებ.აპლიკაციის ფაიერვოლი, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესებისთვის.
  • Tradetkt- სხვადასხვა ღონისძიებისა თუ აქტივობის ბილეთების გაყიდვა/გადაცვლის უსაფრთხო და კომფორტული პლატფორმა.
  • Webbix- e-commerce ვებ.გვერდების შემქმნელი პლატფორმა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის.
  • Weeba- ციფრული პლატფორმა, რომელიც სოფლის მეურნეობის მცირე მეწარმეებს აკავშირებს პოტენციურ ინვესტორებთან და ეხმარება მათ ფინანსური სახსრების მოძიებაში.
  • პერსონაჟი- ვებ.პლატფორმა აერთიანებს ბაზარზე არსებულ საბავშვო ლიტერატურას და მშობლებს მათი შვილების ასაკსა და ინტერესებზე მორგებულ, პერსონალიზებულ საბავშვო წიგნების პაკეტებს სთავაზობს.

პრე-აქსელერატორიჩატარდებაჰიბრიდულფორმატში(ფიზიკურიდაონლაინშეხვედრები),გაგრძელდება12კვირას(ოქტომბერი-დეკემბერი2022)დაშედგება7ძირითადიკომპონენტისგან:

  1. 3 ინტენსიური ბუტკემპი (2 ქალაქგარეთ, 1 თბილისში);
  2. შეხვედრები ინდივიდუალურ მენტორთან (კვირაში 1 დღე, 1 საათი);
  3. ინდივიდუალური ონლაინ მენტორინგი სფეროს ექსპერტებთან;
  4. ნეთვორქინგი - P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, Stand-up-ები;
  5. სპეციალური შეთავაზებები სტარტაპებს
  6. იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა (მოთხოვნის შესაბამისად);
  7. დემო დღე - მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ინვესტორების წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით.

წელს პირველად, დემო დღეზე გასულ სტარტაპებს, ექნებათ შესაძლებლობა პროგრამის პარტნიორი Cartooli-სგან მიიღონ საწყისი კაპიტალი (pre-seed); გარდა ამისა, ტექნოლოგიური პროდუქტის განსავითარებლად, ყველა მონაწილე სტარტაპი ისარგებლებს AWS Activate-სა და DigitalOcean Hatch-ის ქლაუდ კრედიტებით (უფასო ღრუბლოვანი მომსახურება) და ექნებათ წვდომა ტრენინგებსა და პრიორიტეტულ მხარდაჭერაზე; სტარტაპებს საშუალება ექნებათ ჩანიშნონ პირისპირ შეხვედრები თემატურ მენტორებთან, ინდუსტრიის ექსპერტებთან და წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლებთან.

პრე-აქსელერატორშიმონაწილესტარტაპებიგაიღრმავებენცოდნასრამდენიმემიმართულებით:პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები, Growth Marketing, MVP - ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.

პროგრამისდასრულებისშემდეგსტარტაპებსმზადექნებათ:ბიზნესგეგმა, ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა, Pitch Deck, საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად.

სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს.

მეტიინფორმაციაპროგრამისშესახებიხილეთაქ:https://preacceleration.com

სტარტაპპრე-აქსელერატორისმხარდამჭერები:之间prenership Academy, თიბისის პროგრამა სტარტაპერი, ისრაელის საელჩო საქართველოში, USAID Agriculture Program, AWS Activate, DigitalOcean Hatch, აჭარა ჯგუფი.

Wavy Line
之间preneur-ის გუნდი

之间preneur Staff

之间preneur საქართველოს გუნდი

Related Topics

სიახლეები

ანტრეპრენერი, რომელიც ემოციური ბალანსის მიღწევაში გეხმარებათ

ბალანსი, ავთენტურობა და სიყვარული − თამუნა ჩიჩუას "ემოციური ინტელექტის სკოლის" მთავარი ღირებულებებია

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს