თიბისის მხარდაჭერით ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიმართება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ZEG Tbilisi Storytelling Festival,Impact Hub Tbilisi-ს დაCoda Story-ის მიერ დაფუძნებული, ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში. წელს ფესტივალის ფოკუსშია უკრაინის ომი და მისი გავლენა მსოფლიოზე. საით მიჰყავს უკრაინას თანამედროვე სამყარო და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

დღეს,თიბისიკონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ფესტივალის შესახებ პრეს-კონფერენცია გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი დისკუსიები და შეხვედრები, საერთაშორისო სტუმრებთან ერთად, მიზნად ისახავს უკრაინის ომის შედეგების გაანალიზებას, გლობალური პერსპექტივით გააზრებას და ცვლილებებისთვის საჭირო იდეების ინსპირაციას.

ფესტივალი 15 ოქტომბერს გაიმართება და უმასპინძლებს 20-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივ მომხსენებელს, რომლებიც აქტიურად აშუქებენ მიმდინარე ომს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს.

ღონისძიების მომხსენებლები იქნებიან მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებების გავლენიანი წარმომადგენლები, მათ შორისMOBY Group-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარესაად მოჰსენი,Audible-ის კრეატიული განვითარების უფროსი დირექტორიმართა ლიტლი,ITN-ის აღმასრულებელი დირექტორირეიჩელ კორპი,Ukrainska Pravda-ს აღმასრულებელი დირექტორიანდრეი ბობორიკინი,პულიცერის პრემიისფინალისტი დაWSJკორესპოდენტიიაროსლავ ტროფიმოვი,უკრაინელი ფილოსოფოსი დაUkraineWorld.org-ის მთავარი რედაქტორივოლოდიმირ ერმოლენკო,რადიო თავისუფლებისგამომძიებელი ჟურნალისტინატალია სედლეცკა,ასევე,TheNew Yorker-ის,Financial Times-ის, The Wall Street Journal-ისჟურნალისტები.

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ:

ბილეთები:http://tkt.ge/zeg

ფესტივალის ორგანიზატორები:Impact Hub Tbilisi,Coda Story

ფესტივალის მხარდამჭერები:თიბისი, ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, რადიო თავისუფლება, აჭარა ჯგუფი, D Block, ჟუჟუნა ღვინო, Windfor's.

Wavy Line

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ