თიბისის მხარდაჭერით, სართიჭალაში ''სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტის'' სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თიბისის მხარდაჭერით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტის" სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა. მეურნეობის მოწყობა ჯამში 3,8 მილიონი ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 3 მილიონი ლარია. მეურნეობაში, ამ დროისთვის, მუდმივად - 20, სეზონურად კი რამდენიმე ათეული ადგილობრივია დასაქმებული. უახლოეს მომავალში დასაქმებულების რაოდენობის ზრდაა დაგეგმილი.

სამაცივრო მეურნეობა თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ინფრასტრუქტურა ერთდროულად 1000 ტონა პროდუქციის შენახვის შესაძლებლობას იძლევა.

შპს”სართიჭალავაინიარდმენეჯმენტი" გაერთიანებულია აგროჰოლდინგში, სადაც ჯამში 60 ადამიანია დასაქმებული.

ჰოლდინგში შემავალი კომპანიების საკუთრებაში არსებულ 30 ჰექტარზე, სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავალი" მხარდაჭერით, იტალიური ჯიშის 4 სახეობის სუფრის ყურძენია გაშენებული. ვენახებიდან, 2022 წლისთვის, 400 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. აგროჰოლდინგი, USAID-ის ხელშეწყობით, სუფრის ყურძნის მოყვანისა და მისი შენახვის პირობების შესახებ რეკომენდაციებს იტალიელი სპეციალისტებისგან იღებს.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს