თიბისის მხარდაჭერით SMEDA პირველ რეგიონულ ბიზნესფორუმს ატარებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარების ასოციაცია (SMEDA) პირველი ციფრული ასოციაციაა საქართველოში, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ, მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.

„ჩვენ ვქმინთ უკეთეს ბიზნესგარემოს საქართველოში" - ამ სლოგანის ქვეშ ორგანიზაციამ გააერთიანა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული პროფესიონალები, რომლებიც ბიზნესთან, საჯარო სექტორთან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონორებთან, არასამთავრობო სექტორთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფენ მცირე და საშუალო ბიზნესის მნიშვნელოვანი როლის გამოკვეთას ქვეყნის ეკონომიკაში. ამ დროისთვის SMEDA-ს უკვე 170-მდე ოფიციალური წევრი ჰყავს და 2022 წლის ბოლომდე მათ 2000-მდე გაზრდას გეგმავს.

SMEDA-ს უკვე რამდენიმე წარმატებული პროექტი დაუგროვდა. მათ შორისაა USAID-თან პარტნიორობითა და მხარდაჭერით შექმნილი პროექტები: აქსელერატორი starta, რომელიც ქალი მეწარმეების გაძლიერებისთვის შეიქმნა და ციფრული მარკეტინგული სააგენტო Martex, რომელიც კონკრეტულად მცირე და საშუალო ბიზნესზე მორგებულ ციფრულ მარკეტინგულ სერვისებს უზრუნველყოფს.

SMEDA-ს მიზნების მისაღწევად განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ციფრულ ფორმატს ენიჭება, რომელიც ამ სფეროში SMEDA-მ სქართველოში პირველმა გამოიყენა და რომელიც მათ საშუალებას აძლევს, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად ითანამშრომლონ დედაქალაქიდან ყველაზე შორს მყოფ რეგიონებთან და იქ არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესებთან.

აჭარისბიზნესფორუმი,რომელიცთიბისის მხარდაჭერით იმართება, ნაწილობრივ სწორედ ციფრულ ფორმატშია დაგეგმილი. SMEDA-ს წარმომადგენლების აზრით, ჰიბრიდული ფორმატი ამ ღონისძიების რადიუსს, მასშტაბს და ეფექტურობას გაზრდის. ბიზნესფორუმზე SMEDA-ს გარდა წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დონორები, ფინანსური ინსტიტუტები და რა თქმა უნდა, თავად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მარკეტინგი

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას?

ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს