თიბისი ყაზახური ბანკის თანამშრომლებს სასწავლო ტურზე მასპინძლობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

10-11 ნოემბერსთიბისიმ ყაზახური ბანკის ოტბასი (Otbasy Bank 2000 წლამდე HSBC ბანკი იყო) 25 თანამშრომელს უმასპინძლება. სასწავლო ტურის ფარგლებში თიბისის თანამშრომლებმა ყაზახ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს. Otbasy Bank-ის სტუმრობის მთავარი მიზანია თიბისის წარმატების გზის გაცნობა და გაზიარება.

თიბისის გუნდმა ყაზახური ბანკის დელეგაციის წევრებს გააცნეს თიბისის ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტები და მათი განხორციელების გზა, ციფრული სერვისები და პროდუქტები, საცალო და იპოთეკური პროდუქტები, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, მომხმარებლის კმაყოფილების შეფასების მექანიზმები, ციფრული საკომუნიკაციო არხები და კომპანიის სხვა გამოცდილება.

მასპინძელ კომპანიად თიბისი შეირჩა, როგორც რეგიონში ლიდერი ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც უზბეკეთში ციფრული ბანკითა და გადახდის ინოვაციური სისტემით Payme არის წარმოდგენილი. ყაზახური ბანკის დელეგაციის შემეცნებითი ტური აზიის განვითარების ბანკის (ADB - The Asian Development Bank) რეკომენდაციით იმართება.

"ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ თიბისი ბრენდის წარმატებულ გამოცდილებასა და ცოდნას საერთაშორისო დონეზე ვაზიარებთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მრავალმხრივი განვითარება სამაგალითო და საინტერესოა სხვა კომპანიების წარმომადგენლებისთვის და დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ჩვენს ყაზახ კოლეგებს და გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები" - აცხადებს თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე, საცალო და მცირე და საშუალო საწარმოების საბანკო მომსახურება.

Wavy Line

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მარკეტინგი

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას?

ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს