თიბისიმსოფლიოშიწამყვანიქლაუდ——სერვისებისმომწოდებელი კომპანიის, Kong-ის პარტნიორი გახდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თიბისიმსოფლიოშიწამყვანიქლაუდ——სერვისებისმომწოდებელი კომპანიის, Kong-ისპარტნიორია. ამიერიდან, ამერიკული კომპანია თიბისის API-ეკოსისტემის გაუმჯობესების პროცესში ჩაერთვება და საკუთარ მძლავრ ტექნოლოგიურ რესურსს, ექსპერტულ ცოდნასა და საერთაშორისო გამოცდილებას თიბისის მომხმარებლების ყოველდღიური ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივებისაკენ მიმართავს.

Kong-ისპლატფორმის დანერგვა თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ნაწილია. შეთანხმების საფუძველზე, კომპანია თიბისის API Gateway-პლატფორმას შესთავაზებს - ამასთანავე, ახალ პლატფორმაზე მიგრაციისას, Kong-ი თიბისის საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს და API-ეკოსისტემის გაუმჯობესებისა და თანამშრომლების გადამზადების პროცესში აქტიურად ჩაერთვება.

პარტნიორობის შედეგად, თიბისის ციფრული სერვისების მიწოდების მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწება, რაც კომპანიის დეველოპერთა და მომხმარებელთა ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. Kong-ისAPI-მენეჯერ პლატფორმა მნიშვნელოვანი ხელსაწყოა, როგორც თიბისის მიერ კომპანიის მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შესათავაზებლად, ასევე ახალი პროდუქტების დასანერგად საჭირო დროის მინიმუმამდე შესამცირებლად. API-მენეჯერი თიბისის გუნდებს შესაძლებლობას მისცემს, პროდუქტები სხვებისგან დამოუკიდებლად, სრულიად დეცენტრალიზებულად მართონ, უფრო ეფექტური და მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შექმნან და მათი ყოველდღიურ ცხოვრება კიდევ უფრო გაამარტივონ.

Kong-ი საერთაშორისო ტექ. ბაზარზე წამყვანი ამერიკული კომპანიაა. Kong-იაწარმოებს, როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე მენეჯერულ სერვისებს, რომლებიც ჭკვიანი ავტომატიზაციის გზით, API-ებს და მიკროსერვისებს - ქლაუდს, Kubernetes-სა და დატაცენტრებს უკავშირებენ. Kong-ისსერვისების დაკავშირების პლატფორმა ციფრულ ინოვაციას შესაძლებელს ხდის - ორგანიზაციებს შეუძლიათ API-ების სრული ციკლი და თანამედროვე არქიტექტურებისთვის საჭირო სერვისები საიმედოდ და დაცულად მართონ.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

სიახლეები

ანტრეპრენერი, რომელიც ემოციური ბალანსის მიღწევაში გეხმარებათ

ბალანსი, ავთენტურობა და სიყვარული − თამუნა ჩიჩუას "ემოციური ინტელექტის სკოლის" მთავარი ღირებულებებია

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს