თიბისი ბანკმა გარემოსდაცვითი მართვის სისტემის მასერტიფიცირებელი აუდიტი წარმატებით გაიარაISO 14001:2015

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თიბისი ბანკმა გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ISO 14001:2015 მასერტიფიცირებელი აუდიტი წარმატებით გაიარა და სერტიფიკატის მიღების პროცესშია. ეს ადასტურებს, რომ თიბისის გარემოსდაცვითი სისტემა საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად იმართება.

ISO 14001:2015 გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ყველაზე ფართოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტია. აღნიშნული სტანდარტი შეიქმნა კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ, ან ირიბ გავლენას ახდენს გარემოზე. გარემოსდაცვითი მართვის სისტემის სერტიფიცირება მოხალისეობრივი, არასავალდებულო გეგმაა, რომლის დახმარებითაც, ორგანიზაცია მუდმივად აუმჯობესებს თავის გარემოსდაცვით საქმიანობასა და მაჩვენებლებს.

სერტიფიცირებისაუდიტისპირველეტაპზე,თიბისისსხვადასხვა მიმართულებისა და განყოფილების დოკუმენტაცია შემოწმდა, მომდევნო ეტაპზე კი - გაწერილი პოლიტიკისა და პროცედურების პრაქტიკაში განხორციელების პროცესი და ეფექტურობა.

„გვეამაყება, რომ თიბისი ქვეყანაში პირველი კომპანიაა, რომელმაც გამოწვევებით სავსე რეალობის პარალელურად, სერტიფიცირების აუდიტის პროცესი დისტანციურად გაიარა და წარმატებით გაართვა თავი. აღნიშნული სერტიფიკატი იმის დასტურია, რომ ყველა ის პროცესი, რომლითაც თიბისი პირდაპირ, თუ ირიბად ზემოქმედებს გარემოზე, საერთაშორისო სტანდარტების და პროტოკოლის შესაბამისია. თიბისი დიდ ყურადღებას უთმობს გარემოსდაცვით საკითხებს. ჩვენი გარემოსდაცვითი მართვის სისტემა 4 მიმართულებას მოიცავს: შიდა გარემოსდაცვით ღონისძიებებს, დაკრედიტების დროს გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვას, მდგრად ფინანსირებასა და გარე კომუნიკაციებს. ISO 14001-ის სერტიფიკატის აღება არა მხოლოდ მიღწევა, არამედ დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან არსებული მაღალი სტანდარტების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, მუდმივად შესაბამისობაში ვიყოთ საერთაშორისო მოთხოვნებთან", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს