თიბისი ბანკის საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდასარეიტინგო სააგენტოს მიერ რეიტინგის ზრდა განპირობებულია მეთოდოლოგიაში შეტანილი ცვლილებით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, Moody's თიბისი ბანკს უცხოური ვალუტის დეპოზიტების საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2 დონემდე გაუზარდა, ხოლო პროგნოზი დაადასტურა, როგორც "სტაბილური".

სარეიტინგო სააგენტოს მიერ რეიტინგის ზრდა განპირობებულია მეთოდოლოგიაში შეტანილი ცვლილებით, რომლებიც ქვეყნებისთვის, ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციებისა და სხვა ვალდებულებებისთვის ე.წ. „რეიტინგის ჭერის" დადგენას განსაზღვრავს. აღნიშნული ცვლილება ძალაში მიმდინარე წლის 7 დეკემბერს შევიდა.

მეთოდოლოგიის განახლების შედეგად, საქართველოში გაიზარდა უცხოური ვალუტაში დენომინირებულ დეპოზიტებზე დადგენილი რეიტინგის ჭერი, რასაც მოჰყვა თიბისი ბანკისთვის უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე საკრედიტო რეიტინგის ერთი საფეხურით, Ba2-დონემდე გაზრდა.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს