ტექ ფესტივალის დაწყებამდე 1 დღე რჩებაგაეცანით დეტალურ განრიგს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Startup Grind

18-21 ივნისს, კომპანია აჭარაბეთი და სტარტაპ გრაინდ თბილისი პირველ ერთობლივ პროექტს - ტექ ფესტივალს უმასპინძლებენ.

ტექნოლოგიური ადაპტაცია ახალ რეალობასთან - აღნიშნული თემატიკით, ფესტივალი სათავეს ტექ ჰაკათონით „atech:restart" აიღებს, მონაწილეებმა კი პასუხი უნდა გასცენ მთავარ შეკითხვას:როგორ გავერთოთ მომავალში, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით?

პანდემიამ დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, გარკვეულწილად, შეიცვალა ჩვენი ქცევები, ცხოვრების რიტმი და დინამიკა, ხშირად გვესმის, რომ „სხვანაირად ფიქრია საჭირო", გართობაც ახალ რეალობას უნდა მოვარგოთ და ვადაპტირდეთ გარემოსთან. სწორედ ეს გახდა ტექ ფესტივალის ჩატარების მიზეზი და მიზანი, რომელიც ტექნოლოგიურ სტარტაპებს კიდევ ერთხელ უბიძგებს ინოვაციური იდეების განხორციელებისკენ.

"აჭარაბეთისთვის მნიშვნელოვანია ინოვაციების და ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა. კომპანია კოპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს ინვესტიციას აღნიშნული დარგის განვითარებისთვის საქართველოში. "აჭარაბეთის'' და "სტარტაპ გრაინდ თბილისის'' თანამშრომლობის ფარგლებში, წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი გაიმართება.''- აცხადებს "აჭარაბეთის'' საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინი გუჯაბიძე.

ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ და კითხვები დაუსვან როგორც ქართველ, ასევე, საერთაშორისო სპიკერებს, რომლებიც თავიანთ მრავალფეროვან გამოცდილებას გაუზიარებენ მომავლის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.

„ვფიქრობთ, პანდემიის ეპოქაში, მომავლის ტექნოლოგიები გართობის სფეროში საკმაოდ აქტუალური გახდა, ამ სფეროში დიდი შესაძლებლობები ჩნდება და ქართულმა სტარტაპებმა აუცილებლად უნდა უპასუხონ ამ გამოწვავს"- აცხადებს „სტარტაპ გრაინდ თბილისის" თანადამფუძნებელი, კოლინ დონოჰიუ.

ჰაკათონზე რეგისტრაცია უკვე 100-მდე გუნდმა გაიარა, შეგახსენებთ, რომ საპრიზო ფონდი 20,000 ლარს შეადგენს, გამარჯვებული გუნდი კი დამატებით სტარტაპ გრაინდის რეგიონალურ კონფერენციაზე შეძლებს კომპანიის წარდგენას და სილიკონ ველის ინვესტორებთან შეხვედრას. მონაწილეობა ჯერ კიდევ არ არის გვიანი, რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩა ერთი დღე.

მათთვის, კი ვისაც სპიკერების მოსმენა სურს, რეგისტრაცია საჭირო არ არის, გაეცანითდღის წესრიგსდა მოემზადეთ საინტერესო დღეებისთვის.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

ლიდერობა, როგორც მსახურება - 4 მთავარი პრინციპი

თქვენი კომპანიისა და იმ სამყაროს გაუმჯობესების მარტივი გზა, რომელშიც ის არის

ქალი ანტრეპრენერი

თამთაშინდელიშვილი——TAMTA Shindelishvili TMT

"იქიდან გამომდინარე, რომ მოდა ჩემთვის ყველაფერი იყო, გადავწყვიტე საყვარელი საქმე მექცია ჩემს ბიზნესად"

ინდუსტრიული ტრენდები

თიბისი დაზღვევის კორპორაციული ბიზნესდაზღვევის გუნდი

გაიცანით გვანცა რატიანი და ერნა პოღოსოვა