სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

5-6 სექტემბერსსულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში(კ.ქუთათელაძის #3) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის 14-წევრიანისაერთაშორისომრჩეველთასაბჭოიტალიის,საფრანგეთის,გერმანიის,ირლანდიის,ავსტრიისადაამერიკისქვეყნებისწარმომადგენლებსაერთიანებს.

მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შედიან (მათ შორის არიან:Goethe Institut-ისდირექტორიდასაქართველოსყოფილიელჩიგერმანიაში).

"ჩემთვის დიდი პატივია ვიყო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი, რომლის როლიც უნივერსიტეტის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. ჩვენი ამოცანა და მიზანი არის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სასწავლო, სამეცნიერო და მმართველობით საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე კოლეგიური გადაწყვეტილებების მიღება, მისიისა და განვითარების სტრატეგიული გეგმის გაუმჯობესება და ეფექტურად განხორციელება, რეკომენდაციების განსაზღვრა. ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილება დამეხმარება საბჭოს წევრებთან და რექტორთან ერთად, ხელი შევუწყოთ უნივერსიტეტის ეფექტიან მართვასა და განვითარებას" -საქართველოსყოფილიელჩიგერმანიაში-გაბრიელაფონჰაბსბურგლოტრინგენი.

როგორც "საბაუნის" რექტორმა, ვაჟა ვარდიძემ აღნიშნა, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს როლი უნივერსიტეტის განვითარებისთვის მეტად საპასუხისმგებლოა, რადგან მისი მიზანი სტრატეგიული საკითხების ჯეროვნად გადაწყვეტა და უნივერსიტეტის ეფექტური მართვის ხელშეწყობაა: "შეხევდრის ფარგლებში წევრები კიდევ ერთხელ გაეცნენ უნივერსიტეტის მიზნებს, ღირებულებებს და მეტად მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართა სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიულ საკითხებზე, რომელზეც უნდა დავიწყოთ ინდივიდუალურ რეჟიმში მუშაობა.ამასთანავე, ვფიქრობ, აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს ქართული საგანამანათლებლო სივრცის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან უფრო მეტად დაახლოებასა და ქართველი სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას".

"Საბაუნის" საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად შეიკრიბება და უნიევრსიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.

Wavy Line

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანიასამმამეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

სიახლეები

ანტრეპრენერი, რომელიც ემოციური ბალანსის მიღწევაში გეხმარებათ

ბალანსი, ავთენტურობა და სიყვარული − თამუნა ჩიჩუას "ემოციური ინტელექტის სკოლის" მთავარი ღირებულებებია