სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყებაშესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 80-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 20 გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

სტარტი აიღოImpact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორმა,რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 80-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 20 გუნდი, რომელიც მომდევნო 12 კვირის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.

შერჩეული სტარტაპები:

  • Ambryბლოკჩეინზე დაფუძნებული AML პლათფორმა, რომლიც უზრუნველყოფს კრიპტო საფულეების უსაფრთხოების შემოწმებას და სხვადასხვა კრიპტო ტრანზაქციის ისტორიის, წარმომავლობისა და განვლილი გზების შესწავლას.
  • Boq.geსამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენის, ანალიზისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების ონლაინ პლატფორმა.
  • CarLinkმაღალტექნოლოგიური ავტო ასისტენტი, რომელიც ზოგავს დროს და ფინანსებს.
  • CollaBizB2Bგაყიდვების პლატფორმა, რომელიც ეფექტურად აკავშირებს ბიზნესებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და აძლევს მათ საშუალებას მიიღონ საუკეთესო ხარისხის სასურველი პროდუქტი ყველაზე დაბალ ფასად.
  • Did.geპლატფორმა, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუმარტივებს ბიზნესის გაციფრულებას.
  • Digital Villagemyfazenda.eu-ციფრული სოფელი, რომელიც ინოვაციური მიდგომებით დააკავშირებს ერთმანეთთან მიწის მესაკუთრეებს, ფერმერებს, ლოგისტიკურ კომპანიებს, კაპიტალის მფლობელებს და მრავალ დარგობრივ სუბიექტს.
  • Lawformerპირველი საერთაშორისო ლიგალ ტექ პლატფორმა, რომელიც აერთიანებს კომპლექსური სამართლებრივი ხელშეკრულების შესაქმნელად საჭირო ყველა რესურსს.
  • LynXონლაინ პლატფორმა, რომელიც ამარტივებს მცირე ტიპის სესხებზე განაცხადის გაკეთებას და თანხის უმოკლეს დროში მიღებას.
  • MEDUსამედიცინო საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ვირტუალური და ჰიბრიდული სამედიცინო ღონისძიებების ორგანიზების გზით, ამარტივებს კომუნიკაციას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის. ამგვარად, პროფესიული განვითარება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია.
  • Nomaderiaპლატფორმა, რომელიც დისტანციურად მომუშავე მოგზაურებს დაეხმარება მათი ინტერესების შესაფერისი ქვეყნის შერჩევაში, სამოგზაურო დოკუმენტების მომზადებაში, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების შერჩევაში, საჭირო კავშირების დამყარებაში და ა.შ.
  • PHARAOადამიანების 3D ასლების ციფრული ბიბლიოთეკა, რომლებიც საწყის ეტაპზე NFT და Metaverse პლატფორმებზე გაიყიდება.
  • SAITსაქალაქთაშორისო გადაადგილების ონლაინ პლატფორმა, რომელიც ამარტივებს გადაადგილებას და მნიშვნელოვნად ზოგავს დროს.
  • Setplaceმარკეტფლეისი, რომელიც კინოში, ფოტოგრაფიაში, სხვა ვიზუალურ ხელოვნებასა და საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე პირებს გაუმარტივებს გადასაღები სასურველი სივრცეების მოძიებასა და დაჯავშნას.
  • Space Managementკვების ობიექტების endto-end მართვის მოწინავე და ჭკვიანი სისტემა.
  • SpiceAppმობილური აპლიკაცია, სადაც მოკლევადიანი უცხოელი ვიზიტორები, ადგილობრივი კომპანიებისგან ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ.
  • Tasteitსოციალური ქსელი რესტორნებისა და მომხმარებლებისთვის.
  • UniSoftღუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული უნივერსიტეტების პროცესების მართვის სისტემა, სადაც გაერთიანებული და ავტომატიზირებულია ყველა ის ფუნქციონალი, რომელიც უნივერსიტეტს ჭირდება აკადემიური პროცესის განმავლობაში.
  • Wemplerპლატფრომა დროებითი დასაქმებისათვის.
  • WorkInდასაქმების ინოვაციური პლატფორმა.
  • გააჩუქემარკეტფლეისი, სადაც მომხმარებელი სასურველი ნივთის შეძენისას ავტომატურად ხდება სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდის შემომწირველი.

პრე-აქსელერატორიჩატარდებაჰიბრიდულფორმატშიდაშედგება5ძირითადიკომპონენტისგან:

  1. თემატური სამუშაო სესიები
  2. ინდივიდუალურიშეხვედრებიმენტორთან
  3. ნეთვორქინგი - P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, Stand-up-ები
  4. მოწვეულისპიკერის სესიები
  5. დემოდღე- მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ინვესტორების წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით

მონაწილესტარტაპებიგაიღრმავებენცოდნასრამდენიმემიმართულებით:პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია,მომხმარებლის სეგმენტაცია,ფასეული შეთავაზება,მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები,Growth Marketing,MVP და ტექნიკური პროდუქტის შექმნა,ბიზნესმოდელი და ფინანსები,Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.

პრე-აქსელერატორისდასრულებისშემდეგსტარტაპებსმზადექნებათ:ბიზნესგეგმა/ბიზნესმოდელი,ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა,Pitch Deck,საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად.

პროგრამის პარტნიორები:EFSEEntrepreneurship Academy, თიბისის პროგრამასტარტაპერი,TheEuropeanUnion for Georgia, აჭარა ჯგუფი

პროგრამის მხარდამჭერები:Investo, Noxtton

სტარტაპ პრე-აქსელერატორი Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ (ელენე ჟვანია და ქეთევან ებანოიძე, Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებლები, ნინუცა ნანიტაშვილი, DevRel პროგრამის მენეჯერი Google-ისთვის (EPAM), მირიან ხომერიკი, ტექნიკური პროექტების მენეჯერი, Clientela, ვასილ ჩუბინიძე, „ჟუჟუნა" ღვინოს თანადამფუძნებელი, მარკეტერი) 2021 წელს დაფუძნდა. გუნდმასპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაშიდა მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობითჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა,რომელიც ადგილობრივისტარტაპეკოსისტემისგამოწვევებსპასუხობს。პირველი ნაკადისდემო დღე2021 წლის ივნისში გაიმართა, პროგრამაში მონაწილესტარტაპებმა საერთო ჯამში 500.000 ლარის ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი