Social Impact Award 2022 შეხვედრა ჟიურის წევრებთან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

25 მაისს, 15:00 საათზეგაიმართა ონლაინ შეხვედრა პროგრამა Social Impact Award-ის ჟიურის წევრებთან და პროგრამის საორგანიზაციო ჯგუფთან. შეხვედრა ეთმობა საკონკურსო განაცხადების წარდგენის როგორც ტექნიკური, ისე შინაარსობრივი ნაწილის განხილვას.ონლაინ შეხვედრის ბმული:https://bit.ly/3sLcCPM.

საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის საკონკურსო განაცხადების მიღება სრულდება.დაინტერესებულმა მონაწილეებმა სოციალური ბიზნესიდეები, პროექტის სახით, ონლაინ პლატფორმაზე უნდა წარადგინონ:https://apply.socialimpactaward.net/georgia/.განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 29 მაისი.

შემოსული განაცხადების საფუძველზე დამოუკიდებელიჟიურის მიერ შერჩეული6 ფინალისტი გუნდი გაივლის ორთვიან ინკუბაციას და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით დახვეწენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ფინალისთვის.პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენფინანსურ მხარდაჭერასბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენSocial Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე,რომელიც წელსვენაში (ავსტრიაში)გაიმართება.

Social Impact Award-ის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. სამუშაო სესიებზე მონაწილეებმა იმუშავეს იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე.

სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 20-მდე ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.

იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამაSocial Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეექვსე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო1200+ სტუდენტისაქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა130-მდე ახალგაზრდამ(40 გუნდი), გამოვლინდა20 გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცა დაფინანსება სოციალური ბიზნესსაქმიანობის წამოსაწყებად. ყველა გამარჯვებული პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

პროგრამა ხორციელდება თიბისის პროგრამა სტარტაპერისა და Mercy Corps-ის მხარდაჭერით.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ