SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში SME ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა.

SME Banking Club-ი არის საერთაშორისო ქსელის პლატფორმა ბიზნეს ბანკირებისთვის. ის აერთიანებს საფინანსო ინსტიტუტების, ფინანსური განვითარებისა და ტექნოლოგიური კომპანიების ბიზნესბანკირებს, რომელთა მიზანია შეისწავლონ და გაცვალონ პრაქტიკული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უწევენ მომსახურებას სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ბანკები თუ საფინანსო ორგანიზაციები მეწარმეებს, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს. სწორედ ამ მიზნით, SME Banking Club-მა შეისწავლა კავკასიის რეგიონის 11 ქვეყანაში (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა) მოქმედი 212 ბანკის 34-მდე უნიკალური სერვისი, რის საფუძველზეც გამოავლინა რეგიონის წამყვანი 20 საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკი; სიის სათავეში კი სწორედ საქართველოს ბანკია.

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ბოლო დროს მსოფლიო საბანკო სისტემას აქვს, ფინანსური ეკოსისტემების მშენებლობაა. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ეძებენ შესაძლებლობას, დაზოგონ დრო საკუთარი ბიზნესისთვის და სწორედ ამიტომ არიან დაინტერესებულნი მიიღონ სერვისი „ერთი ფანჯრის პრინციპით"; ის კი, ვინც შეძლებს მათთვის ეს შესაძლებლობა უზრუნველყოს, გამარჯვებულია", − აცხადებენ SME Banking Club-ის წარმომადგენლები.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი მცდელობა, ვიყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის საიმედო პარტნიორი და ვიზრუნოთ მათ მუდმივ განვითარებაზე, არ დარჩა შეუმჩნეველი. ჩვენს ბიზნესმომხმარებლებს, ვცდილობთ, ყოველდღიურად შევთავაზოთ სწორედ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტები/სერვისები ციფრულ ეკოსისტემაში, რათა დაზოგონ დრო და ენერგია; შედეგად კი კიდევ უფრო სწორად მართონ საკუთარი ბიზნესი", − განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინდუსტრიული ტრენდები

ბიზნესი VS კორონავირუსი - ნიკოლოზ სირაძე (რენტო ჯგუფი)

"ჩვენ არ შევჩერდით და ყურადღებით დავიწყეთ ბაზარზე ჩამოყალიბებულ პულსზე მიყურადება, რომელიც აუცილებლად გვიკარნახებდა, თუ სად გაჩნდებოდა მოთხოვნა"

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს