შესაძლებლობა - აქციო იდეები რეალობად: სტაჟირება "ფილიპ მორის საქართველოში"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თუ ახალ შესაძლებლობებს ეძებ, გსურს პროფესიული განვითარება და საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენა - მაშინ ესსტაჟირების პროგრამაშენთვისაა!

საერთაშორისო კომპანია "ფილიპ მორისი" ექვსთვიანი სტაჟირების პროგრამას -INKOMPASS2022 იწყებს. ეს არის ყოველწლიური სტაჟირების პროგრამა, რომელიც დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის არის განკუთვნილი და შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ და მოტივირებულ ადამიანებს, მიიღონ საერთაშორისო დონის პროფესიონალებთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესდი?

INKOMPASS2022ეს არის შესაძლებლობა შენთვის, გახდე "ფილიპ მორის საქართველოს" საერთაშორისო დონის პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდის წევრი, გაიღრმავო ცოდნა და მიიღო საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულის მქონე კომპანიაში მუშაობის სრულყოფილი გამოცდილება.

რატომINKOMPASS2022?

როგორც "ფილიპ მორისის" გუნდი ამბობს, კომპანიის მთავარ საფუძველს ადამიანები წარმოადგენენ. აქ ყოველი იდეა ღირებულია და ყოველი ოცნება - ხელმისაწვდომი შესაძლებლობა.

შესაბამისად, ექვსი თვის განმავლობაში შენ იმუშავებ ყველაზე ინოვაციურ გუნდთან საქართველოში, ყველაზე დინამიურ, დივერსიფიცირებულ და ინკლუზიურ გარემოში, გექნება შესაძლებლობა, განახორციელო ცვლილება და აქციო შენი ინოვაციური იდეები რეალობად!

შეუერთდი "ფილიპ მორისის" გუნდს და მიიღე მონაწილეობა მომავლის შექმნის პროცესში.

სტაჟირება ანაზღაურებადია, ის ოქტომბრის თვეში დაიწყება და მარტის თვის ჩათვლით გაგრძელდება.

არ დააყოვნო! გადადგი ნაბიჯი უსაზღვრო შესაძლებლობებისკენ - გადადილინკზე, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და გახდი საერთაშორისო გუნდის წევრი.

Wavy Line

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ