''შარქ თენქ საქართველოს'' მონაწილეები საქართველოს პირველი არხის ინიციატივით BTU-ს პრეაქსელერაციის ტრენინგს გაივლიან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

პროექტის „შარქ თენქ საქართველო" პირველი სეზონის ყველა მონაწილე, საქართველოს პირველი არხის ინიციატივითა და დაფინანსებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) პრეაქსელერაციის პროგრამას გაივლის. პროგრამა ჯამში სამ კვირას მოიცავს. პირველი ორი კვირა თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს დაეთმობა, ხოლო მესამე კვირა ტრენერთან ინდივიდუალური კონსულტაციებით იქნება დატვირთული. ტრენინგების სერია საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გახსნა.

„შარქ თენქ საქართველო" უფრო მეტია, ვიდრე სატელევიზიო შოუ. ეს ერთგვარი პლატფორმაა, სადაც საინტერესო იდეები და ინვესტიცია ერთმანეთს ხვდება, შედეგად კი განვითარების კარგ საშუალებას ვიღებთ. გარდა იმისა, რომ პირველ სეზონზე 1,5 მილიონი ინვესტიცია განხორციელდა და 14 პროექტი დაფინანსდა, უკლებლივ ყველა, 50-მდე მონაწილე ბიზნესმოდელის დასახვეწად და ბაზარზე პოზიციონირების გამყარებისთვის საჭირო უნარებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) პრეაქსელერაციის პროგრამას ფარგლებში მიიღებს", – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

პრეაქსელერაციის პროგრამა შემდეგ საკითხებს მოიცავს:
• პროდუქტისა და ბაზრის თავსებადობა;
• მომხმარებელთან ურთიერთობა;
• ბიზნესმოდელი და მისი მნიშვნელობა, ბიზნესმოდელის სხვადასხვა ტიპები;
• ფინანსები;
• ინვესტორთან ურთიერთობა და საჭირო დოკუმენტები.

„შარქ თენქ საქართველოს" მეორე სეზონი საქართველოს პირველი არხის ეთერში მალე დაიწყება. SONY Pictures-ის პოპულარულ სატელევიზიო მეგაშოუს საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს წინა წლის ნოემბრიდან სთავაზობს. პირველ სეზონზე დაფინანსდა პროექტის 14 მონაწილე და ჯამში $1.5 მლნ-ზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ეს არის პირველი არხის მიერ შექმნილი პლატფორმა, რომელიც დამწყებ ბიზნესს საშუალებას აძლევს, ინვესტიცია მოიპოვოს, პროცესს კი, მაყურებელს საინტერესო ფორმით სთავაზობს.

პროექტი მიზნად ისახავს ქართულ ბიზნესში ქართული ინვესტიციის განხორციელების ხელშეწყობას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გასული ეპიზოდების ნახვა შესაძლებელია გადაცემის ფეისბუქგვერდზე და პირველი არხის ონლაინპლატფორმაზე.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

მარკეტინგი

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას?

ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს

სიახლეები

რას ამბობს სინამდვილეში თქვენი ლოგო თქვენს ბრენდზე

აი, როგორ უნდა შეფუთოთ საკუთარი კომპანიის იდეა თქვენს ლოგოში, რათა იგი თქვენს გზავნილს სწორად გამოხატავდეს

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ