საქართველოში საერთაშორისო IT კომპანიები შემოდიანსაერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიები საქართველოში საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

2020 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით, საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიები ისარგებლებენ საგადასახადო შეღავათებით, რაც გულისმობს საშემოსავლო გადასახადის 15%-ისა და 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაბეგვრას. ასევე მთავრობის გადაწყვეტილებით, დადგინდა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრისა და მისთვის ნებადართული საქმიანობის სახეები და ცალკეული ხარჯების ნუსხა.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საქართველოში შემოდიან მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიები.

EPAM Systems-მა საქართველოში შვილობილი კომპანიის  დასარეგისტრირებლად  და საერთაშორისო კომპანიისთვის ახლადდადგენილი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობისთვის პროცედურები პირველმა დაიწყო. IT კომპანია წლიური $9 მილიარდიანი შემოსავლით ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა რეგისტრირებული და პირველია, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაინტერესდა.

Exadel-ი მეორე IT კომპანიაა, რომელიც მის საქმიანობას საქართველოში გადმოიტანს. 20 წლის წინ ამერიკაში, სილიკონ ველიზე დაარსებულიკომპანია დღეს 1000 თანამშრომელსა და 23 ოფისს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. (აშშ, პოლონეთი, ლიტვა, გერმანია, ბელარუსი, უკრაინა, რუსეთი, უზბეკეთი.

,,საქართველოშიინოვაციებისეკოსისტემისგანვითარებისთვისძალიანმნიშვნელოვანიაასეთიმაღალიდონისსაერთაშორისოტექნოლოგიურიკომპანიებისშემოსვლა.ესარისუნიკალურიშესაძლებლობაჩვენიქვეყნისმოსახლეობისთვის,იშოვნონმაღალანაზღაურებადისამსახური.ასევეაღსანიშნავია,რომსაგადასახადოშეღავათებთანერთადსაერთაშორისოტექნოლოგიურიკომპანიებისთვისმიმზიდველიაღმოჩნდაინოვაციებისდატექნოლოგიებისსააგენტოსმასშტაბუგადამზადებისპროგრამა,რომლისფარგლებშიცსაერთოჯამში 3000 ITსპეციალისტიგადამზადდება.საერთაშორისომასშტაბისტრენინგებისდასრულებისშემდეგმონაწილეებიმიიღებენსაერთაშორისოოფიციალურსერთიფიკატსშესაბამისიკვალიფიკაციისმიხედვით,რაცჩვენიქვეყნისმოქალაქეებს კიდევ უფრო გაუმარტივებს საერთაშორისო კომპანიებშიდასაქმებას."- აცხადებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

იმისათვის, რომ კომპანიამ საგადასახადო შეღავათებით ისარგებლოს, უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, ასევე შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს