საქართველოს სომხეთის სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები ესტუმრნენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სპარკი

21-22 სექტემბერს საქართველოს სომხეთის სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები ეწვივნენ. სომხურმა მხარემ სტარტაპებს, დამწყებ მეწარმეებსა და უკვე არსებულ მცირე თუ საშუალო ბიზნესის მფლობელებს ახალი შესაძლებლობები ბიზნეს აქსელერატორ „სპარკში" გაუზიარა. თავის მხრივ, წარმატებულმა ქართული სტარტაპების მფლობელებმა ქვეყნის ეკოსისტემასა და დაფინანსების წყაროებზე ისაუბრეს.

ქართული და სომხური სტარტაპ იდეები „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" აღმასრულებელმა დირექტორმა, აიეტ კუკავამ და „კედარი ვენჩერსის" წარმომადგენელმა ანი სირბილაძემ შეაფასეს.



სომხური სტარტაპ ტურის მიზანია, ქართველი და სომეხი მეწარმეების დაკავშირება, ადგილობრივი ეკოსისტემის გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა.

2დღიანიტურისფარგლებშისომხეთისეკოსისტემისწარმომადგენლები საქათველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „იმპაქტ ჰაბსაც" ეწვივნენ.

"მსგავსი სახის აქტივობები ხელს უწყობს როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას და საშუალებას აძლევს ქართულ სტარტაპებს გაეცნონ მეზობელი ქვეყნების ბაზრებს, გაიგონ მეტი იმ სპეციფიკების შესახებ რაც შემდეგომ ამ ბაზრებზე შესვლაში დაეხმარებათ. მსგავსი ღონისძიებები პოპულარიზაციას უწევს საქართველოს. ქვეყანას, სადაც ბიზნესის კეთება ძალიან მარტივი და უსაფრთხოა. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მსგავსი აქტივობები და ვუმასპინძლოთ სხვადასხვა ქვეყნების სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებს. უახლოეს მომავალში იგეგმება ქართული სტარტაპების გამგზავრება სომხეთში." - განაცხადა ღონისძიების პარტნიორის, ბიზნეს აქსელერატორ „სპარკის" მენეჯერმა სანდრო კანდელაკმა

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

CARU – $30,000-იანი გიჟური ფსონი, რომელმაც გაამართლა

"არის რაღაცები, რაც გარისკვად ღირს, როგორ გაუმართლებლადაც უნდა ეჩვენებოდეს ეს ხალხს"

Business News

Entrepreneur და "ლეო ინსტიტუტი" წარმოგიდგენთ ვორქშოპს ლიდერებისთვის

როგორ შევქმნათ საიმონ სინეკის "ნდობაზე დაფუძნებული გუნდი"

სიახლეები

ვინ არის ლინდა იაკარინო? ყველაფერი Twitter-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორის შესახებ

ილონ მასკმა აღმასრულებელი დირექტორის ჩირაღდანი 5 ივნისს ოფიციალურად გადასცა ახალ ლიდერს, ლინდა იაკარინოს, გამოცდილ აღმასრულებელს სარეკლამო სფეროში, რომელიც ადრე NBC Universal-ში მუშაობდა.