საქართველოს ბანკთან პარტნიორობით საოჯახო სასტუმრო ''შოვი აპოლონი'' ფართოვდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, შოვში საოჯახო სასტუმრო „აპოლონი" ფართოვდება.

„თავდაპირველად, ბიზნესი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან დავიწყეთ. შემდეგ, გაგვიჩნდა სურვილი, კიდევ უფრო გავფართოებულიყავით. ამ მიზნით, დავიწყეთ თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან და პარტნიორობის ფარგლებში განვავითარეთ ბიზნესი. დღეს ჩვენი საქმიანობა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში და კურორტ შოვში, 2 საოჯახო ტიპის სასტუმროსა და 4 კოტეჯს აერთიანებს და 50-მდე დამსვენებელს მასპინძლობს. ნაძვნარი, სუფთა ჰაერი, არაჩვეულებრივი ბუნება და სრული კომფორტი - აქ ყველაფერია იმისთვის, რომ დამსვენებელმა დრო მყუდროდ და კომფორტულად გაატაროს", - აცხადებს „შოვი აპოლონის" დამფუძნებელი, მარინე გოშაძე.

„საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის მხარდაჭერის მიზნით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების ფინანსურ მხარდაჭერას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ 2017 წლიდან, გვაქვს შესაძლებლობა ხელი შევუწყოთ „შოვი აპოლონის" განვითარებას. სასტუმრო სამომავლოდ გეგმავს კიდევ გააფართოვოს ქსელი, რაც გვჯერა, დადებითად აისახება რეგიონის ეკონომიკაზე და გაზრდის დასაქმებულთა რიცხვს. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს ფინანსურ მხარდაჭერას",- აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიში წარმოადგინა

ყოველგაცემულლარზეგამომუშავებული14ლარი,11 000დაფინანსებული პროექტი და 60 000 სამუშაო ადგილი

სიახლეები

ანტრეპრენერი, რომელიც ემოციური ბალანსის მიღწევაში გეხმარებათ

ბალანსი, ავთენტურობა და სიყვარული − თამუნა ჩიჩუას "ემოციური ინტელექტის სკოლის" მთავარი ღირებულებებია

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს