საქართველოს ბანკმა 100 %-იანი გრანტის მფლობელ 4 სტუდენტს სტიპენდია გადასცა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოსბანკიგანათლებისმხარდაჭერასაქტიურრეჟიმში განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ოთხ სტუდენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი შეფასება მიიღეს, სტუდენტური ბარათის სახელით ერთჯერადი სტიპენდიები გადასცა.

შალვა წერეთელი, ნინო ჩოჩიშვილი, ანა ქარჩავა, მათე გეგუჩაძე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ის სტუდენტები არიან, ვინც მაღალი შედეგები აჩვენეს მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. სტიპენდიანტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ISET-ის საბაკალავრო ეკონომიკური პროგრამისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე სწავლობენ.

"საქართველოს ბანკისთვის, როგორც კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის განათლების მხარდაჭერა ერთერთ უცვლელ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განვახორციელეთ და მომავალშიც კიდევ ბევრი გვაქვს დაგეგმილი. მიგვაჩნია რომ, ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, და სწორედ ასეთ სტუდენტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ და მიაღწიონ წარმატებას. რათა საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად და მაღალკვალიფიციურ კადრებად, რომლებიც საკუთარ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებასა და უკეთეს მომავალში", - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

Wavy Line

Related Topics

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს