საქართველოს ბანკის მხარადაჭერით სასტუმრო "ZP Palace"-მა მზის პანელები დაამონტაჟა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო "ZP Palace"-მა, კომპანია ჯეო ენერჯის დახმარებით, მზის პანელები დაამონტაჟა. პროექტის ჯამური ღირებულება 35 000 აშშ დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 32 000 აშშ დოლარს შეადგენს.

“ჩვენუკვეექვსიწელიარაცსაქართველოს ბანკის პარტნიორები ვართ. მათი ფინანსური მხარდაჭერით და "ჯეო ენერჯისთან" თანამშრომლობით, სასტუმრო ZP Palace-ის სახურავზე 43.46 კვტ სიმძლავრის მზის სადგურები, გარემოს ზრუნვისა და ელექტრო ენერგიის ხარჯის შემცირების მიზნით დავამონტაჟეთ. ეს სახურავის დამატებით თბოიზოლაციას უზრუნველყოფს. მზის პანელების ენერგიის წლიური საშუალო გამომუშავება 48 000 კვტ.სთ-ს შეადგენს და ინვესტიციის უკუგების პერიოდი ექვსი წელია. ჩვენ კმაყოფილები ვართ "ჯეო ენერჯის" მიერ შესრულებული სამუშაოებით და, რაც მთავარია, პროექტი დროულად და მაღალი ხარისხით შესრულდა", - განაცხადა სასტუმრო ZP Palace-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა, მარინა კოდუამ.

"საქართველოს ბანკმა გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით მზის ელექროსადგურებისთვის ეკომეგობრული პროექტი - ენერგოკრედიტი დანერგა. ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები. შედეგად კი, ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო მიიღოს. აღნიშნული პროდუქციის უპირატესობა იმაში მდომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი კვლავ საკუთარ ბიზნესის განვითარებას მოახმაროს", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Wavy Line

Related Topics

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი