საქართველოს ბანკის, WM-ისა და SOLO-ს ორგანიზებით კოკა რამიშვილის გამოფენა გაიხსნა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

10 ნოემბერი, 2022 -საქართველოს ბანკი WM-თან და SOLO-სთან ერთად საინტერესო კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, 10 ნოემბრიდან, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, მხატვარ კოკა რამიშვილის გამოფენა "სიცარიელე, როგორც მოტივი" გაიხსნა. გამოფენა 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.

გამოფენა”სიცარიელე,როგორცმოტივი”წარმოადგენსსიცარიელედან, დეკონსტრუქციიდან, სინათლისაგან და ფერისაგან გამოსახულების პოეტური ფორმირების პროცესს. გამოფენა მულტიდისციპლინარულია და გამოყენებულია, როგორც ფოტო, ვიდეო და ინსტალაცია, ასევე, ფერწერული ნამუშევრები. საგამოფენო სივრცის გათვალისწინებით და სიცარიელის თემის გამოსახატად, ხელოვანის შემოქმედებაში ნამუშევრები სპეციალურად მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდიდან შეირჩა. ზოგიერთი ნამუშევარი, როგორც "უკანასკნელი გალერეა" ან "ორფეუსის წერილი ევრიკიდეს" 1987-1991 წლების ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

"კოკა რამიშვილი უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიის ერთერთი ცენტრალური ფიგურაა. მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე ჩამოყალიბდა და თავიდანვე რეფლექსურობით გამოირჩეოდა, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით. მისი ყველა პროექტი თამიმდევრულად ვითარდება. კონცეპტუალურად გამართულია და პერფექციონისტული სწრაფვითაა შესრულებული. ის მკვლევარი მხატვარია და ყოველთვის ორიგინალურ კავშირებს პოულობს კონკრეტულ პრობლემასა და აბსტრაგირებულ მსჯელობას შორის,"- ამბობს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ხათუნა ხაბულიანი.

"მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ასეთ საინტერესო გამოფენას. აღსანიშნავია, რომ ნამუშევრების უმრავლესობა, რომლებმაც სახელი გაითქვეს ისეთი ქვეყნების გამოფენებში როგორიცაა: ინგლისი, გერმანია, იტალია, შვეიცარია, უნგრეთი, საქართველოში არასდროს ყოფილა წარმოდგენილი და ქართველ დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა, ისინი თბილისში იხილოს. წინ ძალიან საინტერესო გამოფენა გველის. კოკა რამიშვილი არის არტისტი, რომელიც ხელოვნებისა და პიროვნული საზღვრების შენარჩუნებით, ფერისა და სინათლის გამოყენებით სიცარიელეს აქცევს ხილულ, ცოცხალი შემოქმედების საფუძვლად",- განაცხადა ეთერ ირემაძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

ცნობისთვის, კოკა რამიშვილი თბილისში დაიბადა, რომელიც ჟენევაში ცხოვრობს და მუშაობს. მის მიერ გამართულ რჩეულ გამოფენათა სიაში შედის: სოლო შოუები - "დამოუკიდებელი ორგანიზმი II"; "აეროლენდი"; "გამოსხივება"; "დახვრეტილი ეკრანი"; გალერეა "არტრა" და სხვა.

კოკა რამიშვილმა საქართველო ვენეციის ბიენალეზე წარადგინა. მის მიერ მოპოვებული ჯილდოებია: ირენ რეიმონდის ფონდის პრიზი (ლოზანა, შვეიცარია, 2014) და ქალაქ ჟენევის მუნიციპალიტეტის გრანტი შემოქმედებითი პროცესების მხარდასაჭერად (ჟენევა, შვეიცარია 2013).

Wavy Line

Related Topics

Business News

სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიში წარმოადგინა

ყოველგაცემულლარზეგამომუშავებული14ლარი,11 000დაფინანსებული პროექტი და 60 000 სამუშაო ადგილი

სიახლეები

ანტრეპრენერი, რომელიც ემოციური ბალანსის მიღწევაში გეხმარებათ

ბალანსი, ავთენტურობა და სიყვარული − თამუნა ჩიჩუას "ემოციური ინტელექტის სკოლის" მთავარი ღირებულებებია

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს