საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2 ივლისს, 18:30 საათზე, დოდო აბაშიძის 10-ში, თბილისში, პირველად აღინიშნება თბილისის სტარტაპის დღე. თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილია არაერთი საინტერესო შეხვედრა. კონკრეტულად კი: ProductTank meetup & discussion - ღონისძიება პროდუქტის მენეჯერებისთვის, რომელზეც გამოცდილი სპიკერები კოდის არმქონე პროდუქტების შექმნაზე ისაუბრებენ. Founder Institute panel event-ზე კი წარმატებული მეწარმეები გლობალური სტარტაპის დაარსების გამოცდილებას მიმოიხილავენ.

ღონისძიების კიდევ ერთ ნაწილს წარმოადგენს Fuckup Nights Tbilisi vol. 27, რომელზეც ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლები საკუთარი წარუმატებლობის ამბებს გააზაირებენ, რათა დამსწრეები შთააგონონ და ასევე, დაეხმარონ, არ გაიმეორონ იგივე შეცდომები.

თბილისისსტარტაპის დღესთან დაკავშირებით იქნება ნეთვორქინგის, ინვესტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა.

ორგანიზატორების ინიციატივით თბილისის სტარტაპის დღე 2 ივლისს, ყოველწლიურად აღინიშნება.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს:https://facebook.com/events/s/tbilisi-startup-day/971619386868550/

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

მარკეტინგი

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას?

ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს

სიახლეები

რას ამბობს სინამდვილეში თქვენი ლოგო თქვენს ბრენდზე

აი, როგორ უნდა შეფუთოთ საკუთარი კომპანიის იდეა თქვენს ლოგოში, რათა იგი თქვენს გზავნილს სწორად გამოხატავდეს

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ