საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს წახალისებას აგრძელებს. ბანკისა და სააფთიაქო ქსელის „შპს ფარმანეტი"-ს პარტნიორობით კომპანიამ თემქაზე კიდევ ერთი, რიგით მეხუთე ფილიალი გახსნა. პანდემიის პირობებში კომპანიას არ შეუჩერებია აქტიური ფუნქციონირება და მომავალში ქსელის გაფართოებასაც გეგმავს.

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დაგვეჭირა შპს ფარმანეტის სააფთიაქო ქსელის გაფართოებისთვის. მიგვაჩნია, რომ პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფარმაცევტული სფეროს წახალისება. კომპანია თბილისის მაშტაბით 4 ფილიალს ფლობდა გლდანი-საბურთალოს ტერიტორიაზე და სასიამოვნოა, რომ მეხუთე აფთიაქი თემქაზე ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. პარტნიორობის ფარგლებში შპს ფარმანეტი სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს. ბანკის მზადაა კომპანიას, როგორც მის სანდო პარტნიორს, მომავალშიც გაუწიოს მხარდაჭერა"- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, შპს ფარმანეტმა ფარმაცევტული საქმიანობა 2011 წელს დაიწყო. კომპანიის მიზანია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დახმარება გაუწიოს მომხმარებელს ინფორმაციის მიწოდების, კონსულტაციის გაწევისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების შეთავაზებით. ასევე, მაღალკვალიფიციური კადრების მეშვეობით.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინდუსტრიული ტრენდები

ბიზნესი VS კორონავირუსი - ნიკოლოზ სირაძე (რენტო ჯგუფი)

"ჩვენ არ შევჩერდით და ყურადღებით დავიწყეთ ბაზარზე ჩამოყალიბებულ პულსზე მიყურადება, რომელიც აუცილებლად გვიკარნახებდა, თუ სად გაჩნდებოდა მოთხოვნა"

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს