როგორ გავაიაფოთ და გავამარტივოთ ყურძნის მოსავლის აღება? – "აგროსფეროსა" და "მეღვინეობა ხარებას" წარმატებული პარტნიორობა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ის, რომ აგრომეურნეობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ტექნიკისა და მიდგომების გამოყენებაა და მასში ინვესტიციის ჩადება ნამდვილად ღირს, დავის საგანს აღარ წარმოადგენს. წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება იმ ქართველ ფერმერთა რიცხვიც, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს ეცნობიან და მათ თავიან მეურნეობაში ნერგავენ. ამ გზით კი, იმარტივებენ ყოველდღიურ საქმიანობას, ზრდიან მოსავლის ოდენობასაც და საბოლოო პროდუქტის ხარისხსაც.

ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი "მეღვინეობა ხარებაა". კომპანიის წარმოება უახლეს ევროპულ ტექნოლოგიებს ემყარება, რაც მეურნეობის სწრაფად განვითარებასა და ზრდას უზრუნველყოფს. დღეს ის 30-მდე სახეობის ვაზის ჯიშისგან 50-ზე მეტი დასახელების პროდუქტს ქმნის.

თანამედროვეტექნოლოგიებისდანერგვისპროცესში”მეღვინეობა ხარებას" წლებია პარტნიორობას "აგროსფერო" უწევს. ის აცნობს ღვინის მწარმოებელს მოწინავე ტექნოლოგიებს, ეხმარება საჭირო ტექნიკის შერჩევა-შეძენაში, მიწოდებასა და პროდუქტის რესურსის სრულად ათვისებაში.

"მეღვინეობა ხარებასა" და "აგროსფეროს" თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი, მეურნეობაში ვენახის კომბაინის დანერგვაა. სპეციალური დანადგარი ყურძნის მოსავლის აღების პროცესს ავტომატიზებულს ხდის, რაც ამცირებს მუშახელის საჭიროებას, მოსავლის აღების ხანგრძლივობას და, მეტიც, ეხმარება ყურძნის დაუზიანებლად მოკრეფასა და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნაში. როგორც "მეღვინეობა ხარებას" კახეთის რეგიონის მთავარი აგრონომი, ანზორ მღებრიშვილი ამბობს, ვენახის კომბაინმა მოსავლის აღების ხარჯები 8-9-ჯერ გააიაფა.

"მეღვინეობა ხარებამ" "აგროსფეროს" რეკომენდაციით არჩევანი PELLENC-ის ფრანგული წარმოებისვენახისკომბაინზეშეაჩერა. ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხისაგროტექნიკისმწარმოებელია და ინდუსტრიაში ლიდერი პოზიცია უკავია. რადგანაც მოლოდინებმა გაამართლა, წელს "მეღვინეობა ხარებამ" PELLENC-ის კიდევ ერთიკომბაინიშეიძინა, რომელსაც დამატებით სელექციური ხაზი აქვს, რისი საშუალებითაც ყურძნის მარცვლები კლერტისგან, ტოტებისა და ფოთლებისგან 99.87%-ით იწმინდება და ნაყოფის კლერტსაცლელ დანადგარში დამუშავება საჭირო აღარაა. კომბაინის ეს ფუნქცია შესაძლებელს ხდის, ღვინის წარმოების პროცესი ყურძნის საწარმოში ტრანსპორტირებისთანავე დაიწყოს.

ვიდეოში დეტალურად გაიგებთ ვენახის კომბაინის უპირატესობებზე, მისგან მიღებულ სარგებელსა და თანამედროვე აგროტექნიკის დანერგვის მნიშვნელობაზე.

"აგროსფერო" "მეღვინეობა ხარებასთან" პარტნიორობის მსგავს წარმატების მაგალითებს უკვე თითქმის ორი ათეული წელია ქმნის. ის აგრობიზნესში 2005 წლიდან მოღვაწეობს და მალევე გახდასასოფლო-სამეურნეო პროდუქციისადა აგროტექნიკის უმსხვილესი დისტრიბუტორი საქართველოში. ამასთან ერთად, კომპანია პარტნიორ ფერმერებს უწევს აგრო-კონსულტაციას, ეხმარება თავიანთ მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასა და მათ ეფექტურად გამოყენებაში.

Wavy Line

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ