ყველაფერს მარტო ვერ იზამ, ზოგჯერ მეგობრის დახმარება აუცილებელია!სუპერგმირი.ჯი საახალწლოდ სპონსორობის გაყოფის ფუნქციონალს ამატებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: სუპერგმირი

სუპერგმირი.ჯი საახალწლოდ სპონსორობის გაყოფის ფუნქციონალს ამატებს. ახლა უკვე შეგიძლია მეორე ადამიანიც შემოიერთო, თანაბრად გაინაწილოთ ყოველთვიური დონაციის თანხა და ერთად გახდეთ სუპერგმირები.

პლატფორმაზე”ჯგუფურისპონსორობის" არჩევის შემთხვევაში შენს ბარათზე დროებით დაიბლოკება სრული სასპონსორო თანხის ნახევარი. შემდეგ პლატფორმის ნებისმიერ იუზერს შეეძლება შემოგიერთდეს და ერთად დაიწყოთ სპონსორობა. რა თქმა უნდა, მეგობრის მოწვევა თავადაც შეგიძლია რეფერალ ლინკის გაზიარებით!

„სუპერგმირის პლატფორმა უკვე წელიწადნახევარია არსებობს, ყოველთვიურად 270-მდე ბავშვს ვუგზავნით მასზე მორგებულ ამანათს, რომელსაც საკვებით, ტანსაცმლით, შემეცნებითი სათამაშოებითა და სხვა საჭირო ნივთებით ვაკომპლექტებთ, ასევე სუპერგმირების ჩართულობით ბავშვებმა დაიწყეს სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სპორტულ წრეებზე სიარული და თავიანთი ინტერესების განვითარება.

ძალიან გვახარებს ეს შედეგი, მაგრამ გვინდა, რომ ჩვენი ბენეფიციარების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან რეალობა მწვავეა, 50 000-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, მათი უდიდესი ნაწილი შიმშილობს, და არ აქვს წვდომა საგანმანათლებლო სერვისებზე. ამიტომ ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ვიპოვოთ კიდევ უფრო მეტი სუპერგმირი და ჩავრთოთ ჩვენს პროექტში, რომ ერთად გავაუმჯობესოთ სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველდღიურობა."

იმედი გვაქვს, რომ წელიწადის ამ ჯადოსნურ დროს ძალიან, ძალიან ბევრ ადამიანს ვიპოვით, ვინც საკუთარ თავში ზრუნვის სუპერძალას აღმოაჩენს, მერე ამ აღმოჩენას მეგობარსაც გაუზიარებს და ერთად შეუდგებიან დიდი მისიების შესრულებას!

სუპერძალა ერთობაშია!

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს