პირველი 100%-ით ორგანული მასალისგან დამზადებული საბანკო ბარათი პროკრედიტ ბანკისგან - მწვანე ანგარიში და ბარათი ProGreen

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პროკრედიტ ბანკი მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს - მწვანე ანგარიში და საბანკობარათიProGreen,რომელიც 100%-ით ორგანული მასალისგან არის დამზადებული.

პროდუქტი უნიკალურია როგორც თავისი კონცეფციით, ასევე სატარიფო პაკეტით: ეს არის განსაკუთრებული შესაძლებლობა მწვანე ინიციატივების მოყვარულთათვის და მათთვის, ვინც ეკოლოგიასა და გარემოს დაცვას სათანადო მნიშვნელობას ანიჭებს. ამასთან ერთად, მწვანე ანგარიში, ფიქსირებული ტარიფის ქვეშ, ყველა ძირითად საბანკო პროდუქტს აერთიანებს.

მომხმარებელი, რომელიც მწვანე ანგარიშს გახსნის, ბანკის მიერ დაგეგმილი ეკო კამპანიების თანამონაწილე გახდება და მის მიერ გადახდილი მომსახურების საკომისიო გარემოსდაცვით აქტივობებს მოხმარდება, რა მიმართულებითაც ბანკი თავის მხრივ, მნიშვნელოვან თანხებს გამოყოფს. ამასთან ერთად, ეკომეგობრული ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, ბანკი მწვანე ანგარიშზე/ანაბრებზე არსებულ ფონდებს მწვანე ინვესტიციების დასაფინანსებლად მიმართავს. განხორციელებული მწვანე ინიციატივების შესახებ ინფორმაციას ბანკი მომხმარებელს საინფორმაციო ანგარიშების სახით გაუზიარებს.

სატარიფო პაკეტი, რომელსაც მწვანე ანგარიშის გახსნასთან ერთად მიიღებთ, მომხმარებლის მოთხოვნებს სრულად ითვალისწინებს და თავისი მახასიათებლებით კონკურენტული პროდუქტია: პაკეტი სხვადასხვა საბანკო მომსახურებას აერთიანებს და ყოველგვარი დამატებითი საკომისიოს გარეშე მოიცავს ყველა ძირითად სერვისს, როგორებიცაა:

  • ProGreenMastercard
  • მიმდინარე ანგარიში ყველა ძირითად ვალუტაში
  • შემნახველი ანაბარიFlex Saveგანსაკუთრებული პირობით
  • სალარე გადარიცხვები ნებისმიერი მიმართულებით შეუზღუდავად
  • ულიმიტოდ კომუნალური და სხვა ტიპის გადახდები
  • განაღდება პროკრედიტ ბანკის ბანკომატებში
  • ყოველთვიურად 5 განაღდება ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან მთელ საქართველოში ₾ $ €
  • ინტერნეტბანკი, მობაილბანკი, სმს სერვისი, ავტომატური დავალება
  • 24/7 განაღდებისა და თანხის შეტანის ყველაზე მაღალი დღიური ლიმიტი -50,000 ₾

შეცვალეპლასტიკური საბანკო ბარათი ეკომეგობრულით:შეავსე განაცხადიდა გახსენი მწვანე ანგარიში ონლაინ, ფილიალში ვიზიტის გარეშე.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს