ორბელიანის მოედანზე, თიბისის მხარდაჭერით, ''ბაზარი ორბელიანზე'' სატესტო რეჟიმში გაიხსნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თბილისში, ორბელიანის მოედანზე, ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე, რეგიონის მასშტაბით უნიკალური კონცეფციის - „ბაზარი ორბელიანზე" სატესტო რეჟიმში გაიხსნა. პროექტი კომპანია „მერკადომ" თიბისის მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 19 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 9 მილიონი ლარია.

პროექტის ფარგლებში, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან მოქმედ კოლმეურნეობის ბაზრის შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა. „ბაზარი ორბელიანზე" 3 სართულზე, ჯამში, 10 000 კვადრატულ მეტრზე თანამედორვე ტიპის აგრარულ ბაზარსა და კვების სივრცეს აერთიანებს.

პირველი სართული ბაზარს დაეთმობა, სადაც 100-მდე წერტილში სხვადასხვა ტიპის სასურსათო და არასასურსათო პროდუქტი გაიყიდება. ამ ეტაპზე, ბაზარში 100-ზე მეტი მეწარმე და საცალო მოვაჭრეა წარმოდგენილი, წლის ბოლომდე კი კიდევ 60-მდე დაემატება.

მეორე სართული როგორც ტრადიციული ქართული და ქართული კუთხური (იმერული, მეგრული, სვანური, რაჭული, კახური), ასევე იტალიური, ესპანური, ავსტრიული, ჩინური, იაპონური, ვიეტნამური, პან-აზიური სამზარეულოების კვების 35 ობიექტს გააერთიანებს. მესამე სართულზე კი ტერასაა განლაგებული, სადაც სტუმრებს კოქტეილების დაგემოვნება შეეძლებათ.

პროექტის ფარგლებში, უახლოეს მომავალში კულინარიული სკოლა - „ბაზარი გასტრო სკოლა" ამოქმედდება, სადაც ყველა დაინტერესებულ ადამიანს მასტერკლასებზე დასწრების შესაძლებლობა ექნება. ასევე, მომხმარებლებს საჩვენებელი წარმოებისთვის გამოყოფილი სხვადასხვა სივრცე დახვდებათ (კერამიკა, მინანქარი, მინა, პურის ცხობა, ჩურჩხელის ამოვლება და ყველის ამოყვანა).

ტერიტორიაზე იფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიაც, რომელიც ყოველდღიურად სურსათის უვნებლობას შეამოწმებს.

„ბაზარი ორბელიანზე" სხვადასხვა ქვეყანში მოქმედი და უკვე საერთაშორისო ბრენდებად ქცეული ისეთი პოპულარული ბაზრების კონცეფციას ეფუძნება, როგორებიცაა: Eataly, Mercado, Time out Market, Chelsea Market და სხვა.

პროექტის ფარგლებში, 1000 პირდაპირი და 3000-მდე არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

„ბაზარი ორბელიანზე მთლიანად ცვლის პროდუქტების ყიდვის გამოცდილებას. ეს არ არის ტრადიციული სურსათის მაღაზია ან სუპერმარკეტი. ეს ყოველდღიური სტუმრობის ადგილია, სადაც შესაძლებელია სტუმრობა ოჯახთან, მეგობრებთან ერთად, ან მარტო და ახალი, განსხვავებული და მრავალფეროვანი პროდუქტების შეძენის გარდა, უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გატარება", - თამარ მესარკიშვილი, „ბაზარი ორბელიანზე" მარკეტინგის დირექტორი.

„აღნიშნული პროექტი თიბისისთვის პრიორიტეტულ რამდენიმე მიმართულებას - ადგილობრივ წარმოებასა და ადგილობრივების დასაქმებას, ასევე ტურიზმის, HORECA და სარესტორნო სექტორების განვითარებას აერთიანებს. ამ პარტნიორობის ფარგლებში, საშუალება გვეძლევა მსხვილი ზომის მოთამაშეებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მცირე ზომის მეწარმეებსა და ფერმერებსაც დავუჭიროთ მხარი. მოხარულები ვართ, რომ თიბისის მხარდაჭერით, დასავლური ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქართულ ბაზარზე რეგიონის მასშტაბით უნიკალური კონცეფციის სივრცე იქმნება, რომელიც ტურისტებს ქართულ კულინარიასა და წარმოებას გააცნობს, ადგილობრივ მოსახლეობას კი ვაჭრობის სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია,ბიზნესისდაწყებაბევრსირთულესთანარისდაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს