ნიკა ქურდიანი Efma-ს და Mastercard-ის წლის საუკეთესო SME ბანკირის ნომინანტია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Efma და მასტერქარდი 2021 წელს, პირველად გამოავლენენ წლის საუკეთესო SME ბანკს და საუკეთესო SME ბანკირს. დაჯილდოებაში Efma-მ თიბისი და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი წარადგინა.

თიბისი წლის საუკეთესო SME ბანკის ნომინაციაში მსოფლიოში ისეთ დიდ და წარმატებულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორისაა წარდგენილი, როგორებიცაა: Barclays UK, Banco Itau Brazil, Swedband Sweden, და ა.შ. ხოლო ნიკა ქურდიანი - წლის საუკეთესო SME ბანკირებს შორის დასახელდა, სულ ნომინირებულია 7 კანდიდატი მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან.

დაწესებული ჯილდოები მსოფლიოს SME ინდუსტრიის ყველაზე ინოვაციურ მოთამაშეს გადაეცემა, შესაბამისად, ეს აღიარება დაეხმარება ინსტიტუტებს, წარმოჩინდნენ გლობალურ ინოვაციურ ლიდერებად.

კატეგორიაში „საუკეთესო SME ბანკირი" კანდიდატები მცირე და საშუალო ბიზნეს ინდუსტრიაში გაწეული სამუშაოსა და ისეთი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩნენ, როგორებიცაა ინოვაციები, ბიზნეს ინიციატივები, ბიზნესის შედეგები და ა.შ. ასევე, მხედველობაში მიიღეს ფინანსური ინსტიტუტის ზომა, ბაზრის წილი და ბაზარზე არსებობის ისტორია.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოაEfma-ს და მასტერქარდის მიერნიკა ქურდიანის საუკეთესოSME ბანკირის, ხოლო თიბისის საუკეთესო SME ბანკის ნომინაციაში დასახელება.ამით ევროპის ფინანსებისა და მარკეტინგის ასოციაციაერთგვარად აფასებს იმ ინოვაციებს და ბიზნეს ინიციატივებს, რომლებიცმსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა დანერგესბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისთვის. ასეთ მსხვილ და გავლენიან ბანკებს შორის თიბისის დასახელება არის იმის აღიარება, რაც ნიკა ქურდიანმა და თიბისის გუნდმა დაუღალავი შრომის შედეგად გააკეთეს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად2020 წელს,"- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

ნიკა ქურდიანი თიბისიში მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებას 2015 წლიდან უძღვება. მანამდე მან სხვადასხვა პოზიციაზე იმუშავა UniCredit Group-ში ავსტრიაში, თურქეთსა და ყაზახეთში. ამჟამად ის, ასევე, იკავებს TBC Uzbekistan-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას.

გამარჯვებული ონლაინ ხმის მიცემით გამოვლინდება. ხმის მიცემა 28 იანვრამდე შემდეგ ლინკზეefma.comგარძელდება.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს