''მოვამზადებ ბავშვებს'' - მეცხრეკლასელ გიორგი ჭანტურიას საინტერესო წამოწყებაამ ფულს ისევ ჩემს განათლებაში დავაბანდებ, რადგან ეს ის ასაკია, როდესაც, ჩემი აზრით, რაც შეიძლება დიდი ცოდნა უნდა შეიძინო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

„ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს: ერთ სანთელზე რომ ათას სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს იმით არც ალი დააკლდება, არც სინათლე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპსა" − ილია ჭავჭავაძე

დღეს, წარმატების მისაღწევად მხოლოდ ხარისხიანი განათლების მიღება უკვე აღარ კმარა. გარშემო მეტი განათლებული და წარმატებული ადამიანის შემოსაკრებად, უნდა შევძლოთ ჩვენი ცოდნის სხვებისთვის გაზიარება, განსაკუთრებით ისეთ განვითარებულ, ტექნოლოგიურ სამყაროში, როგორშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ. თუკი ილიას დროს განათლება მხოლოდ არისტოკრატთა პრივილეგია იყო, დღეს ნებისმიერს შეუძლია მისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და გარშემომყოფებისთვის გაზიარება, რაც განათლების საერთო დონეზეც აისახება.

რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე განცხადების ფოტო გავრცელდა, რომელშიც მეცხრეკლასელი „კომაროველი" − გიორგი ჭანტურია დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში მომზადებას სთავაზობდა. საკმაოდ გულისამაჩუყებელი და ასევე, ძალიან შთამბეჭდავია, რომ სულ რაღაც 14 წლის ბიჭი აქტიურად ერთვება საგანმანათლებლო პროცესში. გარდა ამისა, გიორგი გაძლიერებულად სწავლობს მათემატიკასა და პროგრამირებას, და სურს საკუთარი ცოდნა უმცროსებსა და თანატოლებს გაუზიაროს.

ბავშვებთანურთიერთობამიყვარსდამგონია,რომკარგადგამომდის.მინდა,მათაცგავუზიაროჩემიცოდნადაესჩემთვისაცმოტივაციაიქნება", −ამბობს გიორგი Entrepreneur-თან საუბრისას.

საინტერესოა, რამდენად აქტიურად ეხმაურებიან გიორგის ამ განცხადებას. მას შემდეგ, რაც Facebook-ზე განცხადების ფოტო გავრცელდა, გიორგის მოსწავლეობის მსურველთა რიცხვმა საკმაოდ იმატა.ამეტაპზე,ხუთიმოსწავლემყავს.ძალიანბევრმაადამიანმადამირეკა,მაგრამჩემიგრაფიკიდანგამომდინარე,ბევრისთვისმომიწიაუარისთქმა. მასშემდეგ,რაცFacebook-ზეგანცხადებისფოტოგავრცელდა,უამრავიადამიანიმირეკავდა,მაქებდნენ,რაცდიდმოტივაციასმძენს.ამგვერდითდგომისთვისდიდიმადლობათქვენ",− გიორგი ჭანტურია.

გიორგის სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს. მასწავლებლობა არაა მისი საოცნებო პროფესია, თუმცა ამ საქმისთვის ხელის მოკიდება გიორგისთვის უმნიშვნელო ნამდვილად არ არის. პედაგოგიური საქმიანობით მიღებული შემოსავლის დახარჯვას გიორგი კვლავ საკუთარ განათლებაში ინვესტირებით აპირებს.

ამფულსისევჩემსგანათლებაშიდავაბანდებ,რადგანესისასაკია,როდესაც,ჩემიაზრით,რაცშეიძლებადიდიცოდნაუნდაშეიძინო.

მართალიგითხრათ,არვაპირებამსაქმეს(მასწავლებლობას)გავყვე,რადგანსხვაგატაცებამაქვსდაიმედოვნებ,მომავალშიწარმატებულიპროგრამისტივიქნები",− ამბობს გიორგი ჭანტურია.

Entrepreneur-ის გუნდი წარმატებას უსურვებს გიორგის ასეთ მნიშვნელოვან წამოწყებაში და უსურვებს მისი სამომავლო ოცნებების სრულად ახდენას.

Wavy Line

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი