#მეავიცერი - თიბისიმ თანამშრომლებისათვის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თანამშრომელთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხობის უზრუნველყოფის მიზნით, თიბისი მოუწოდებს თიბისელებს, ჩაიტარონ კოვიდ-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

ამ მიზნით, თიბისი აცრის მსურველებს წამახალისებელ აქტივობებს სთავაზობს. კერძოდ, თანამშრომლებისთვის, რომლებიც 29 ივლისიდან 1 სექტემბრამდე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ, თიბისის შემდეგი სამოტივაციო შეთავაზებები აქვს:

  • აცრის ჩატარების დღე პერსონალისათვის ცხადდება უქმედ;
  • პირველი 3 ფილიალი, რომელთა თანამშრომლების 80%-ზე მეტი 1 სექტემბრამდე აიცრება, დასაჩუქრდება შაბათ-კვირას ქალაქგარეთ დასვენების ტურით;
  • 29 ივლისიდან - 1 სექტმებრამდე ვაქცინრებულ ყველა თიბისელს გადაეცემა თიბისის ბრენდ მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერი
  • ვაქცინირებული თანამშრომლებისთვის სასწავლო კურსის დაფინანსება.

„ჩვენთვისგუნდისწევრებისჯანმრთელობადაუსაფრთხოება,ყველაზემნიშვნელოვანისაზრუნავია.უსაფრთხოებისგაძლიერებულიზომებითდადიდესიპასუხისმგებლობით,მშვიდობიანადგავიარეთყველასთვისრთულიწელიწადნახევარი.პრევენცია,უსაფრთოებისწესებისდაცვა,ერთმანეთზედა მომხმარებელზეზრუნვა-ამპერიოდშიგანსაკუთრებითმნიშვნელოვანი იყო.მჯერა,რომთიბისელებიპასუხისმგებლობითმოვეკიდებითვირუსისპრევენციისადავაქცინაციისპროცესს,"- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

თიბისისუმთავრესიამოცანაა,დაავადების გავრცელების პრევენცია, სანიტარული უსაფრთხოების წესების აქტიური დანერგვა და დაცვა და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ამისათვის კომპანია მოუწოდებს თითოეულ თიბისელს პასუხისმგებლობით მოეკიდოს ვაქცინაციის საკითხს და ჩაერთოს შეთავაზებულ პროგრამაში.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი