მეამა ქოლექთის განსხვავებული კონცეფციის ახალი ფილიალი აბაშიძის ქუჩაზე გაიხსნა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე კონტეინერის კონცეფციის "მეამა ქოლექთის“პირველიობიექტიგაიხსნა。

განსხვავებული და დასამახსოვრებელი დიზაინის მქონე ახალი "მეამა ქოლექთი" სრულად ცვლის არსებულ კონცეფციას. ცალკე მდგომ ობიექტში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეუკვეთოს მისთვის საყვარელიმეამას ყავისა და ჩაის კაფსულებზე დაფუძნებულისხვადასხვა სახეობის სასმელი და სურვილის შემთხვევაში, იქვე, კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში დააგემოვნოს ის.

"მეამა ქოლექთის" ახალ ობიექტში სიახლეებიც არის - განსაკუთრებული გემოების მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, ცხელი შოკოლადი და რამდენიმე სახეობის ახალი კოქტეილი დააგემოვნონ და ასევე, მეამას სასურველი ყავისა და ჩაის კაფსულებიც შეიძინონ.

კონტეინერის კონცეფციის ობიექტი ეკო-მეგობრული პროექტია, რომელიც მეორად კონტეინერებს ახალ სიცოცხლეს ანიჭებს და "მეამა ქოლექთის" მომხმარებელს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. ახალი "მეამა ქოლექთის" პროექტი არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს, ხოლო შესრულება სამშენებლო კომპანია "იუნიქს დეველოპმენტს" ეკუთვნის.

"მეამა ქოლექთის" ობიექტები ამჟამად თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და რუსთავშია განთავსებული. 2023 წელს მათი რაოდენობის ზრდა და მომხმარებლისთვის ბევრი საინტერესო სიახლის შეთავაზება იგეგმება.
Wavy Line

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ინსპირაცია

ივანე მუხრანბატონი ინოვატორი ანტრეპრენერი XIX საუკუნის საქართველოდან

სწორი მენეჯმენტი, საკუთარი იდეის რწმენა და ინოვაციური აზროვნება ადამიანს მთებს გადაადგმევინებს

ინდუსტრიული ტრენდები

EMBAWOOD მომხმარებლის კომფორტისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე

კომპანიამ ეკოლოგიურად 100%-ით ნატურალური მასალის ავეჯის წარმოება დაიწყო