Meama Collect ზღვაზე დაბრუნდა | არომატული თავგადასავალი მზიანი ბათუმის სანაპიროზე გრძელდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მეამა

ზღვის ტალღების ხმაური, მეამა ქოლექთის შუშხუნა კოქტეილები, თეთრი, ჰაეროვანი ფარდების შრიალი, ახალი ურთიერთობები, საინტერესო წიგნები და აღმოჩენები, ეიფორიული და სპონტანური, დაუგეგმავი მომენტები - თავგადასავლებით, წვეულებებით და ახალი ემოციებით სავსე ზაფხულის დღეების ათვლა უკვე დაიწყო.

გასულ ზაფხულს ბათუმის სანაპიროზე პირველად გამოჩნდა გამორჩეული ფორმის ორი ობიექტი - Meama Collect ზღვაზე, რომელიც მალევე იქცა საზაფხულო თავგადასავლების არომატულ წერტილად. ზაფხულის დაუვიწყარი დღეების შემდეგ ახალ სეზონზე კვლავ გაიხსნამეამა ქოლექთიზღვაზე。სანაპიროზეგანთავსებულორიგინალური დიზაინისა და კონცეფციის ღია სივრცეში შესაძლებელი იქნება ახალი, არომატული და განსხვავებული რეცეპტებით შექმნილი ყავისა და ჩაის სასმელების დაგემოვნება. მეამას ყავის ტექნოლოგების მიერ შექმნილი ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო, ფერადი, ჯანსაღი და ორგანული კოქტეილები ცხელი ზაფხულის დღეების განუყოფელი ნაწილია.

მეამა ქოლექთი ადამიანების და ურთიერთობების გადაკვეთის ის წერტილია, რომელიც შემთხვევით შეხვედრებს, მოგზაურობებს და დაუგეგმავ წუთებს სასიამოვნო, სამახსოვრო და დაუვიწყარ მოგონებებად აქცევს.

ასაის ლატე, კენკრის შუშხუნა, ცივი მოკა, შოკოლადის და ორცხობილას ცივი ლატე, სპირულინას სმუზი, ცივი ჩაის მინთი - მეამა ქოლექთის ყველასთვის განსაკუთრებულად საყვარელი, განსხვავებული კონცეფციის ღია სივრცის ობიექტი მხოლოდ არომატული სასმელებით არ ქმნის საზაფხულო ემოციების ზღვას - ბათუმის სანაპიროზე, ოქროსფერი სხივების ქვეშ, ტალღების ხმაურში დასვენებისას, ცივი ყავისა და ჩაის ეგზოტიკურ, თუ ორგანულ კოქტეილებთან ერთად შესაძლებელია, სხვადასხვა სასიამოვნო აქტივობით დაკავებაც:მეამასბიბლიოთეკიდან სასურველი წიგნების შერჩევა და დასვენების დროს საყვარელი ავტორების წაკითხვა.

მეამა ქოლექთის არქიტექტურული კონცეფცია და დიზაინი არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის და წელს ის საერთაშორისო კონკურსის The Architizer A+Awards-ის Pop Up და დროებითი ნაგებობების ნომინაციაში გამარჯვებული გახდა.

მეამა ქოლექთი ზღვაზე შეგიძლია ბათუმის სანაპიროს ორ ლოკაციაზე აღმოაჩინო: 26 მაისის ქუჩასთან, სასტუმრო "შერატონის" მიმდებარედ და შ.ხიმშიაშვილის N18-ის მოპირდაპირედ, სასტუმრო "კოლიზეუმთან".

სიმშვიდე, ახლად აღმოჩენილი მელოდიები, თეთრი ფარდები, ცხელი კენჭები, მეამა ქოლექთისცივი კოქტეილებითუ მზის ოქროსფერი სხივები.

შენთვის რასთან ასოცირდება ზაფხული და ზღვა?

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ინსპირაცია

ივანე მუხრანბატონი ინოვატორი ანტრეპრენერი XIX საუკუნის საქართველოდან

სწორი მენეჯმენტი, საკუთარი იდეის რწმენა და ინოვაციური აზროვნება ადამიანს მთებს გადაადგმევინებს

ინდუსტრიული ტრენდები

EMBAWOOD მომხმარებლის კომფორტისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე

კომპანიამ ეკოლოგიურად 100%-ით ნატურალური მასალის ავეჯის წარმოება დაიწყო