მარცხი — ნაბიჯი წარმატებისკენ: მეწარმე ქალების გამოცდილება Fuckup Nights-ზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ბათუმი,სასტუმროჰილტონი"(რუსთაველისN40), 21:00საათი-როგორიამარცხი, რომელიც წარმატებისკენ ნაბიჯის გადადგმასა და მნიშვნელოვან მოტივაციას ნიშნავს — მეწარმე ქალები აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას ბათუმში, Fuckup Nights-ზე გაუზიარებენ.

ღონისძიებაში, რომელსაცსტარტაპ ბიუროგაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ლიბერთის მხარდაჭერით გამართავს, 4 მეწარმე ქალი მიიღებს მონაწილეობას. ისტორიებით, რომლებსაც ისინი დამსწრეებს უამბობენ, კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ საქმიანობისას გადალახულ წინაღობებს და შეეცდებიან, ამ მაგალითებით მოტივაცია სხვა ქალებსაც მისცენ. სპიკერების გამოსვლების შემდეგ კი პანელური დისკუსია გაიმართება.

Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომელთა დახმარებითაც ადამიანები საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიებს ჰყვებიან. მოძრაობა 2012 წელს, მექსიკაში დაიწყო და ამჟამად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს. თვეში ერთხელ 3-4 სპიკერი სხვადასხვა ადგილას იკრიბება და აუდიტორიას საკუთარ პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებს. ეს არის გამოცდილება, რომელიც ეხმარება ადამიანებს, დარწმუნდნენ, რომ მარცხი დასასრული არ არის, პირიქით: ის კარგი გამოცდილებაა. მით უმეტეს, რომ ზოგჯერ საუკეთესო ამბები სწორედ ერთი შეხედვით არასწორი გადაწყვეტილებებით იწყება.

Fuckup Nights Batumi vol. 2: Women in Business-ის მხარდამჭერები ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასია, გრანთ თორნთონ საქართველო და ლურჯი ოკეანე არიან, მედია მხარდამჭერები კი — Forbes Georgia, Entrepreneur საქართველო,imitom.ge, AT.ge და BPN.ge.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიში წარმოადგინა

ყოველგაცემულლარზეგამომუშავებული14ლარი,11 000დაფინანსებული პროექტი და 60 000 სამუშაო ადგილი

სიახლეები

ანტრეპრენერი, რომელიც ემოციური ბალანსის მიღწევაში გეხმარებათ

ბალანსი, ავთენტურობა და სიყვარული − თამუნა ჩიჩუას "ემოციური ინტელექტის სკოლის" მთავარი ღირებულებებია

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს