"მარადიული კლასიკა"- ირაკლი მაქაცარია Orient-ის უახლესი კოლექციის საათებს წარადგენს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როცა მაღაზიათა ქსელGMT-ში წარმოდგენილი ბრენდის, ORIENT-ის საათებზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მსოფლიოში აღიარებულ ბრენდს, როგორც ლიდერს მექანიკური საათების სამყაროში. ORIENT-ის მაჯის საათები აღაფრთოვანებს არა მარტო საათის მოყვარულებს, არამედ კოლექციონერებს, რომლებმაც ზუსტად იციან ფასისა და დიზაინის მიღმა თავისი არჩევანის მიზეზი.

მარადიული კლასიკა, სიზუსტე, უნიკალური დიზაინი, საიმედოობა და კონკურენტული უპირატესობა - ამ მახასიათებლების გამო, ორიენტის საათების მოყვარულთა უმეტესობა საქმიანი, წარმატებული და მოგზაურობის მოყვარული მამაკაცია.

ORIENT-ის ისტორია 1901 წელს, კრეატიული ადამიანების გაბედული იდეების გენერირებით დაიწყო და აღიარება მალევე მოიპოვა, მაგრამ ომის დროს წარმოება შეჩერდა. 1950 წელს ვარსკვლავი თავიდან დაიბადა! ORIENT-ის მოწინავე ტექნოლოგიების შერწყმამ უნიკალურ დიზაინსა და იაპონურ ოსტატობასთან შექმნა მექანიკური საათების ახალი ერა.

"მხოლოდ ORIENT-ის საათის მფლობელები ვიზიარებთ მეტს, ვიდრე სიზუსტესა და სრულყოფილ, თანამედროვე დიზაინს. მაჯის საათის ტარებისას ხდები გამოცდილი საათის მწარმოებლების ვნების ისტორიის ნაწილი და ერთგული მსოფლიოში აღიარებული "Made in Japan" ხარისხის. ორიენტის მექანიკურ საათთან ერთად ყოველი წამი თავგადასავალია." - ირაკლი მაქაცარია.

Orient-ის კლასიკური მოდელები საერთაშორისო ბაზარზე ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბესტსელერებია. სერიებს აქვს თანამედროვე და ამავდროულად ტრადიციული დიზაინის ციფერბლატი და გუმბათოვანი მინა.

კალენდრის კოლექცია განსახიერებაა ORIENT-ის კრეატიული სტილის. მოდელებს აქვს უნიკალური დისფლეი, რომელიც აერთიანებს წელიწადს, თვეს, თარიღს და დღეს.

Sun & Moon კლასიკური საათების ახალი მოდელები მემკვიდრეობით იღებს ORIENT Jaguar Focus დიზაინს, რომელიც ORIENT-მა 1970-იან წლებში გამოუშვა და მის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საათად იქცა.

World Diver-ის მოდელების ციფერბლატი სპეციალურად არის დამუშავებული, რომ გამოჩნდეს სფერული ლინზის ეფექტი. ის ასახავს მისტიურ, კაშკაშა დედამიწას.

დაივერის საათების ახალი ფერები და გასაოცარი დეტალები მათ მეტ მიმზიდველობას მატებს, რაც ამავდორულად მოდურ აქსესუარად აქცევს. მთელ მსოფლიოში კი თავგადასავლების მოყვარული მამაკაცების გული M Force სპორტულმა საათებმა დაიპყრო.

ORIENT-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოშიWWW.GMT4.GE

Wavy Line

Related Topics

Business News

სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიში წარმოადგინა

ყოველგაცემულლარზეგამომუშავებული14ლარი,11 000დაფინანსებული პროექტი და 60 000 სამუშაო ადგილი

სიახლეები

ანტრეპრენერი, რომელიც ემოციური ბალანსის მიღწევაში გეხმარებათ

ბალანსი, ავთენტურობა და სიყვარული − თამუნა ჩიჩუას "ემოციური ინტელექტის სკოლის" მთავარი ღირებულებებია

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს