''მაგნოლია 2019''-ზე საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდება

ByEntrepreneur-ის გუნდიOriginally published

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპრტამენტი

22 დეკემბერს, ბათუმში „მაგნოლია 2019"-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ღონისძიებაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლებს დააჯილდოებს. „მაგნოლია 2019"-ზე გაირკვევა თუ რომელ განთავსებისა და კვების ობიექტს, ტურისტულ ატრაქცია/მუზეუმს, გიდს, ტურისტულ სააგენტოსა და ტურისტულ მარშრუტს გააჩნია ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მაღალი სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტებისა და სექტორის შეფასებებს იყენებს. ტურისტების კვლევისას, რომელიც მაისში დაიწყო და ახლაც გრძელდება, ვიზიტორების გამოკითხვა საქართველოს დატოვებისას, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მიმდინარეობს. ამას ემატება მომხმარებელთა ონლაინ კვლევაც, რაც Trip Adviser-ზე, Booking. com-სა და Facebook.com-ზე ტურისტების შეფასებების კვლევას ითვალისწინებს. საბოლოოდ, ტურისტებისა და მომხმარებლების კვლევას გიდების, განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების გამოკითხვის შედეგებიც დაემატება.

აჭარისტურიზმისდეპარტამენტი”მაგნოლია"-ს დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მარკეტინგი

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას?

ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს