კრიპტოგიგანტ Coinbase-ს ტექნოლოგიური პატენტის შესაძლო დარღვევისათვის 350 მლნ დოლარს ედავებიან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართველი კრიპტოენთუზიასტებისთვის კარგად ნაცნობი პლატფორმა − Coinbase, მორიგ სკანდალში გაეხვა. The daily hodl-ის ცნობით, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კრიპტობირჟა Coinbase-ის წინააღმდეგ, პატენტის უფლების დარღვევისათვის სასამართლო დავა აღიძრა. კომპანია Veritaseum Capital, პლატფორმა Coinbase-ისგან 350 000 000 აშშ დოლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს და ბრალად სდებს საკუთარი პატენტების გამოყენებას ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა: Coinbase Cloud, Coinbase Pay და Coinbase Wallet.

მოსარჩელეს თქმით, Coinbase საქმის კურსში იყო და ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის შესახებ მას ინფორმაცია მიმდინარე წლის 3 ივლისს მიეწოდა.

კომპანია Veritaseum Capital ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს და ბაზარს სხვადასხვა ტიპის პროდუქტს სთავაზობს.

რაც შეეხება პატენტს, მასში გაცხადებულია საკუთრების უფლება შემდეგი მიმართულებით:

"მოწყობილობები, სისტემები და მეთოდები, რომლებიც ერთმანეთის მიმართ უნდობლობით განწყობილ მხარეებს ეხმარება დადონ შეთანხმებები და უზრუნველყონ მათი პირობების შესრულება ღირებულებების გადაცემის/გაცვლის შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს მესამე პირთა ჩართულობასთან, გარე შუამავლებთან, მესაკუთრეების ცვლილებასთან და ა.შ."

განცხადებაში ნათქვამია, რომ Coinbase-ის შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ პატენტის დარღვევით მომსახურების გაწევაზე მოდის. ასეთია, მაგალითად, ტრანზაქციის საკომისიოები, რომლებიც მოსარჩელე მხარის ბლოკჩეინ-ინფრასტრუქტურით ხორციელდება.

მოსარჩელეს თქმით, Coinbase ქმნის, იყენებს, ყიდის და მხარს უჭერს ისეთ პროდუქტებსა და მომსახურებებს, რომლებიც საავტორო უფლებებს არღვევენ პლატფორმებზე: Bitcoin, Bitcoin Cash, Litecoin, Ethereum და Solana.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს, რამდენიმე საათის განმავლობაში Coinbase-ის ტექნიკური შეცდომის გამო, ქართული ლარი 100-ჯერ მეტი ღირებულებით იცვლებოდა კრიპტოვალუტებზე, რითაც ქართველი მომხმარებლების დიდმა ნაწილმა ისარგებლა, ხოლო თანხები მალევე გაანაღდა. როგორც სულ ახლახან გახდა ცნობილი, Coinbase მომხმარებლებს ტრანზაქციის უკან დაბრუნებას სთხოვს 3 ოქტომბრამდე, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში,"იტოვებს უფლებას მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა, მათ შორის სამართლებრივი, რათა დაიბრუნოს გასული თანხა".

Wavy Line
არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანიასამმამეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ