ხელნაკეთი კოსმეტიკის ბრენდი ''საპონერია'' - წარმატებულ ბიზნესად ქცეული სამედიცინო ცოდნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ალექსეი სეროვი

სულ ახლახან, ქართულ სატელევიზიო სივრცეში, საქართველოს პირველ არხზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუ „შარქ თენქ საქართველო" გამოჩნდა. ამ შოუს არსებობის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, უკვე 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. „შარქები" ისმენენ, სვამენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხას სთავაზობენ კონკურსანტებს. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი საკუთარი ბიზნესის მფლობელად და მეწარმედ აქცია. დამწყებ თუ უკვე აქტიურ სტარტაპერებს ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობაც გაუჩნდათ „შარქებისგან", ხოლო 2021 წლიდან, ამის შესაძლებლობა უკვე ქართველ ანტრეპრენერებსაც მიეცათ.

აღსანიშნავია, რომ „შარქ თენქ საქართველოს" გენერალური სპონსორია ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი Visa − ქსელი, რომელიც აერთიანებს ყველას და ყველაფერს, რომელიც პროექტში გამარჯვებულებს თავიანთი ბიზნესის ეფექტურად მართვისა და გამარტივების მიზნით, სთავაზობს Visa-ს ინოვაციური პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობას. Visa-ს სტრატეგიის პრიორიტეტებს შორის ბიზნესისა და ეკონომიკის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს − როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ დონეზე. მცირე და საშუალო ბიზნესი, ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას და მსოფლიო მასშტაბით დამსაქმებელთა უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. Visa-ს როლი ბიზნეს-ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გამოიხატება ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული არაერთი ინოვაციური პროდუქტის შეთავაზებასა და მათთვის პარტნიორობის ფორმატში განხორციელებული ინიციატივებით. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება „შარქ თენქ საქართველო" − პირველი არხის გადაცემა, რომელიც ბიზნესმენებსა და ინვესტორებს შორის ღია კომუნიკაციას უზრუნველყოფს. პროექტის მიზანია, ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობის გაზრდა და მათი პროდუქტის პოპულარიზაცია.

„შარქების" − სოსო ფხაკაძისა და მენი ბენიშის ბიზნესპორტფელს კიდევ ერთი ახალი ბიზნესი − „საპონერია" შეემატა, რომლის დამფუძნებელი და შემქმნელი ანა კაჭკაჭიშვილია. მისმა გამოცდილებამ და ინვესტორთან საუბრის მანერამ „შარქები" საკმაოდ დააინტერესა და ანამ ბიზნესის 50%-ის სანაცვლოდ 80 000 ლარის ინვესტიცია მოიზიდა. „შარქ თენქ საქართველოს" ამ ეპიზოდში უპრეცედენტო შემთხვევაც მოხდა − „შარქები" ანას ბიზნესით იმდენად მოიხიბლნენ, რომ მენი ბენიშმა 10%-იანი წილი შეიძინა სოსო ფხაკაძისგან და დამატებით, მოთხოვნილ 40 000 ლარზე ორჯერ მეტი ჩადო „საპონერიას" ბიზნესში.

„საპონერია" ერთ-ერთი პირველი, უნიკალური, ხელნაკეთი კოსმეტიკის ბრენდია, რომელიც უკვე ოთხი წელია ბუნებრივი შემადგენლობისა და ეკომეგობრულ საპნებს, მყარ შამპუნებს, სხეულის კარაქებსა და სარელაქსაციო პროდუქტებს აწარმოებს. ანა ერთ-ერთი პირველი იყო ამ საქმეში და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ 2017 წლიდან ანაც და „საპონერიაც" ერთად იზრდებიან და ვითარდებიან.ჩემიგამოცდილებით,შარქთენქსაქართველო"არაჩვეულებრივიპროექტიაიმისთვის,რომდამწყებმათუმოქმედმაანტრეპრენერებმა,თავიანთიიდეაინვესტორებსგააცნონ,დაფინანსებისგარდა,სასარგებლოპარტნიორებიშეიძინონდაამავედროს,ფართოსაზოგადოებასგააცნონთავიანთისაქმიანობა.რაცმთავარია,ესშოუავითარებსსტარტაპ-კულტურასდაბიზნესისკუთხითაზროვნებასსაქართველოსმოსახლეობაში", − ამბობს ანა კაჭკაჭიშვილი Entrepreneur-თან საუბრისას.

ანამ სამედიცინო ცოდნის გამოყენება ბიზნესში გადაწყვიტა. მან სხვადასხვა გზას მიმართა შესანიშნავი სურნელის აღმოსაჩენად. ბევრი შრომისა და მცდელობის შემდეგ კი პროექტში „შარქ თენქ საქართველო" აღმოჩნდა. პროექტის შესახებ შემთხვევით გაიგო და პარკში, ხის ქვეშ მოკლე ვიდეო ჩაწერა თავისი ბიზნესის შესახებ.მომზადებისპროცესშიმაქსიმალურადშევეცადედამეხვეწადაგამეძლიერებინაჩემიპროქტი.ვიყიდესაჭიროკურსები,საფუძვლიანადშევისწავლეფიჩის"მომზადება,პრეზენტაციისადაინფორმაციისდიზაინი,ათართულირიცხობრივიმასალამარტივადგადმომეცაშარქებისთვის".ამყველაფერშიმათჩემითავდაუზოგავიშრომადაგანვითარებისსურვილიდაინახეს.ვფიქრობ,სწორედესგახდაინტერესისადაწარმატებისმიზეზი".

ანა 7 წელია ხელნაკეთი კოსმეტიკის საშუალებებით დაინტერესდა. მისი მონდომება ამ სფეროს შესწავლის მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ დღეს უკვე საკუთარი ბრენდი აქვს. ის ყველაფერს მარტო, საკუთარი ხელით აკეთებს და სწორედ ამისთვის სჭირდებოდა დაფინანსება, რათა უფრო გაეზარდა ბიზნესი და შეეძინა საჭირო ტექნიკა.ამჟამადსაპონერია"რებრენდინგისპროცესშიადაშეჩერებულიგვაქვსგაყიდვები,რათამოხმარებლისწინაშეგაუმჯობესებული,სრულყოფილიასორტიმენტითწარვდგეთ.ვაკეთებთსაერთაშორისოსტანდარტისლაბორატორია-საწარმოს,რომელიცსაპონერიას"მაღაზიასთანიქნებაინტეგრირებულიდამომხმარებელსშეეძლება,თავისითვალითნახოს,როგორდასადიქმნებამისიშენაძენი.ვფიქრობ,ესმათთვისსაინტერესოდამომხიბვლელიიქნება.პარალელურად,საქართველოსსავაჭრო-სამრეწველოპალატისმხარდაჭერით,ვამზადებთონლაინმაღაზიას,სადაცმოხმარებელიშეძლებსთავისუფლადდაუსაფთხოდშეიძინოსსაყვარელიპროდუქტებიდასაჩუქრები".

ფინანსური მხარდაჭერის გარდა, „შარქები" ანას თავიანთ ბიზნესხედვასა და გამოცდილებას უზიარებენ. ასევე, მისთვის უკვე ხელმისაწვდომია სხვადასხვა სფეროში დახელოვნებული, მრავალფეროვანი გუნდი, რომლის წევრებიც ანასთან ერთად, ზრუნავენ ბრენდის განვითარებაზე. მათი გამოცდილება და კონტაქტები სტრატეგიულ ობიექტებთან, დაეხმარება ანას სწორად განსაზღვროს და განახორციელოს გაყიდვების სტრატეგია.

ანას მოთხოვნილი თანხა სწორად კონვერტირდა მისი მიზნებისთვის. მან თავდაპირველად 20%-ის სანაცვლოდ 40 000 ლარი მოითხოვა. სოსო ფხაკაძე, მიუხედავად იმისა, რომ ანას ამ სფეროში საქმიანობის გამოცდილება არ აქვს, მოიხიბლა მისი პრეზენტაბელურობითა და ცოდნით, და გადაწყვიტა საკუთარი კონტაქტებითა და ზოგადად, ბიზნესის ცოდნით ამ სფეროშიც ჩართულიყო 50%-იანი წილის სანაცვლოდ. ანასთვის ეს გადაწყვეტილება რთული მისაღები არ იყო, რადგან იმ მიზანს მიაღწია, რისთვისაც პროექტში მივიდა. მოვლენები უჩვეულოდ განვითარდა: დადებითი პასუხით დაბრუნებულ ანას უკან უხმეს და უფრო სასიხარულო ამბავიც ახარეს − ბიზნესში მენი ბენიშიც ჩაერთო და გაორმაგებული თანხაც მიიღო.სამომავლოდ,ბრენდისცნობადობისგაზრდასთანერთად,ვგეგმავთმოლებსადასააფთიაქოქსელებშიშესვლას.აუცილებლადმივიღებთმონაწილეობასსილამაზისგამოფენებში,ვიმუშავებთხარისხისსხვადახვასერტიფიკატისმიღებაზე,რადგანსილამაზისდაკოსმეტიკისსფეროშიესძალიანმნიშვნელოვანია.საქართველოსბაზრისსაკმარისადათვისებისშემდეგ,საპონერია"საზღვრებსგარეთაცგავადაჩვენსქვეყანასახალიკუთხითგააცნობსმსოფლიოს"

Wavy Line

Related Topics

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ყველაზე შთამაგონებელი ფრაზები ''ჰარი პოტერის'' წიგნებიდან

უკვე 22 წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" გამოქვეყნდა

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესისდაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ